აარონ კარტერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

მომღერალი ნოემბერში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
აარონ კარტერი, 2013 წელი
Ilya S. Savenok/GI

აარონ კარტერის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ მისი გარდაცვალების მიზეზი ცნობილია.

ლოს ანჯელესის სამედიცინო-საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ მომღერლის გარდაცვალება შემთხვევითი იყო და ის დიფლუოროეთანის შეყნოსვისა და ალპრაზოლამის მიღების შემდეგ საკუთარი სახლის აბაზანაში დაიხრჩო. 

გავრცელებული განცხადების თანახმად, გაზის, რომელიც კომპრესირებული აირის ქილებში გამოიყენება და ქსანაქსის ჯენერიკ ვერსიის სასიკვდილო კომბინაციამ გამოიწვია ის, რომ კარტერი აბაზანაში უუნარო მდგომარეობაში აღმოჩნდა და წყლის ქვეშ ჩაცურდა. 

კარტერის გარდაცვალებისას მისმა უფროსმა ძმამ, Backstreet Boys-ის ვარსკვლავმა ნიკ კარტერმა მას ემოციური ტექსტი მიუძღვნა: „ჩემი გული დამსხვრეულია. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ძმას რთული ურთიერთობა გვქონდა, ჩემი სიყვარული მის მიმართ არასდროს გახუნებულა. მე ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ოდესმე როგორღაც მოინდომებდა, ჯანმრთელ გზას დასდგომოდა და იპოვიდა დახმარების ხელს, რომელიც ასე სჭირდებოდა… ღმერთო, გთხოვ, იზრუნე ჩემს უმცროს ძმაზე.” მალევე ნიკ კარტერმა ძმის სახელზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდიც შექმნა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat  „სატანისტური“ ტატუს შესახებ ბრალდებებს სარკაზმით პასუხობს

შემდეგი სტატია

ედ შირანი ახალი ალბომის კიდევ ერთ სინგლს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი