Lua-მ ახალი EP და ცოცხალი სესიის ვიდეო წარადგინა

ვიდეო არტისტის სახლში, რეპეტიციისას არის ჩაწერილი და მასში მუსიკოსი ახალ სინგლს – Ordinary Words-ს ასრულებს.
Lua – Ordinary Words | Live Session From Home

მუსიკოსმა Lua-მ ახალი EP სახელწოდებით „Fuck.“ გამოუშვა. Ordinary Words,  Fuck.,  Aquarium ( feat. Giorgi Khvitia) – ასე ჰქვია კომპოზიციებს, რომლებიც EP-მ გააერთიანა. 

 Lua-მ ცოცხალი სესია გამოაქვეყნა, რომელშიც მუსიკოსი  EP-ში შესულ ერთ-ერთ სიმღერას – Ordinary Words-ს ასრულებს. ვიდეო არტისტის სახლშია ჩაწერილი და როგორც თავად Lua ამბობს, რეალურად ის რეპეტიციას ასახავს. 

Lua:

ეს ვიდეო მაშინ ჩაიწერა, როცა EP-ზე მუშაობა დიდი ხნის დასრულებული მქონდა. რეალურად ის რეპეტიციის დროს არის გადაღებული, როცა დაგეგმილი კონცერტისათვის ვემზადებოდი. ჩემს მეგობრისაგან, სანდრო ბიბიჩასგან ვითხოვე ვოკალის პროცესორი, რომელიც ხმებში შლის და ჩანაწერში სწორედ აღნიშნულ პროცესორში ვმღერი. ვიდეო  ჩემმა შეყვარებულმა ძალიან სპონტანურად გადაიღო. ჩანაწერს ეტყობა კიდევაც, რომ ძალიან ბუნებრივია და დადგმული არ არის. გადაღებული მასალა რომ ვნახეთ, მოგვეწონა და ასევე სპონტანურად გადავწყვიტეთ მისი გამოქვეყნება.“ 


რაც შეეხება EP-ის,  „Fuck.“ უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე. როგორც Lua ნამუშევარზე საუბრისას აღნიშნავს,  EP-ში შესული ყველა სიმღერა ჟღერადობით განსხვავდება და თითოეული მათგანი  პერსონალური შინაარსის და ისტორიის მატარებელია.

მოუსმინეთ Lua-ს ახალ EP-ის სახელწოდებით – Fuck.:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილია 2024 წლის ოსკარის დაჯილდოების ფარგლებში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების თარიღები

შემდეგი სტატია

ბობ დილანის ნახატები, რომლებიც არტისტმა The Basement Tapes-ის პერიოდში შექმნა, ანტიკვარული წიგნის ბაზრობაზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი