კელი კლარკსონის შოუს მიმდინარეობისას, ჯეიკ ჯილენჰოლმა და წამყვანმა The Killers-ის Mr. Brightside ერთად შეასრულეს

მუსიკალური ნომრები შოუში ინტეგრირებული თამაშის ფარგლებში გაჟღერდა. თამაშის წესების გათვალისწინებით, ჯილენჰოლმა აუდიტორიის წინაშე ისეთი სიმღერების ფრაგმენტები შეასრულა, როგორებიც არის: ბილი რეი საირუსის Achy Breaky Heart, The Proclaimers-ის I’m Gonna Be (500 Miles).
ფოტო: ჯორდან სტრაუსი

მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი კელი კლარკსონის შოუში მიწვეული სტუმრის ამპლუაში გამოჩნდა. შოუს მიმდინარეობისას, მსახიობმა მუსიკალურ თამაშში, სახელწოდებით Sing That Name That Tune მიიღო მონაწილეობა. თამაშში ჯილენჰოლის კონკურენტი თავად შოუს წამყვანი კელი კლარკსონი იყო. 

თამაშის დაწყებამდე ჯილენჰოლმა გაამხილა, რომ საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების გამო, თავდაჯერებული არ იყო. „სანამ დავიწყებთ, მინდა აუდიტორიას ბოდიში მოვუხადო“ – აღნიშნა მსახიობმა. 

მიუხედავად ასეთი განწყობისა, ვარკსვლავმა თამაშის ყველა რაუნდი მოიგო. თამაშის წესების გათვალისწინებით, მან აუდიტორიის წინაშე ისეთი სიმღერების ფრაგმენტები შეასრულა, როგორებიც არის: ბილი რეი საირუსის Achy Breaky Heart, The Proclaimers-ის I’m Gonna Be (500 Miles). 

ბოლო რაუნდში ბენდმა The Killers-ის Mr. Brightside-ის მელოდია გააჟღერა. ჯეიკ ჯილენჰოლმა და კელი კლარკსონმა სიმღერა ერთად შეასრულეს. 

„ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ადვილი იქნებოდა?“ – მსახიობმა ხუმრობით აღნიშნა მას შემდეგ, რაც თამაშში გაიმარჯვა. 

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bob Sinclar –  საცეკვაო მუსიკის ცნობილი „დისკო გმირი“ 

შემდეგი სტატია

Doja Cat Met Gala-ზე კარლ ლაგერფილდის კატის ფორმაში გამოეწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი