ედ შირანმა ახალი ალბომი 12 ახალი ვიდეოკლიპით გამოუშვა

მანამდე მომღერალს ორი ვიდეოკლიპი ჰქონდა გადაღებული ალბომის სინგლებზე Eyes Closed და Boat.
ედ შირანი
Annie Leibovitz

ედ შირანმა მეექვსე სტუდიური ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Substract. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მომღერალს ფანებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი ჰქონდა: სრული ვიზუალური ალბომი, რაც ნიშნავს ვიდეოკლიპს ალბომში შემავალ ყველა კომპოზიციაზე.

ალბომის გამოცემასთან ერთად შირანმა 12 ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა. მანამდე მომღერალს 2 ვიდეოკლიპი ჰქონდა გადაღებული ალბომის 2 სინგლზე – Eyes Closed და Boat. 

ვიდეოკლიპების რეჟისორი მია ბარნსია და ყველა მათგანი გადაღებულია შირანის მშობლიურ ქალაქში საფოლკში. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიზუალით გამოირჩევა ვიდეო სიმღერაზე Sycamore, რომელიც ეძღვნება იმ უძლურების გრძნობას, რომელიც მომღერალს მეუღლის სიმსივნის დიაგნოზის გაგების შემდეგ ჰქონდა. მაშინ ჩერი სიბორნი 6 თვის ფეხმძიმე იყო წყვილის მეორე ქალიშვილზე. ამჟამად სიბორნი დაავადებისგან განკურნებულია. 

Substract  ედ შირანის მათემატიკური დასახელების ალბომების ბოლო, მეექვსე ნაწილია. მომღერლის მათემატიკური ალბომების სერია 2011 წელს დაიწყო ალბომით “+”.

ნახეთ ვიდეოკლიპები ედ შირანის ახალი ალბომიდან

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

QUEMMEKH-ის მუსიკალური პერფორმანსი Holoseum-ში

შემდეგი სტატია

Luminous Frames ფილმისა და ფოტოგრაფიის ფესტივალი ფაბრიკაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი