Doja Cat-ის Met Gala-ს კოსტიუმის ავტორები ოსკარ დე ლა რენტას კაბის შექმნის ისტორიაზე საუბრობენ

ფერნანდო გარსია და ლაურა კიმი ბილბორდს უკვე ცნობილი კოსტიუმის შესახებ უყვებიან.
Doja Cat 2023 წლის Met Gala-ზე
Lexie Moreland

ოსკარ დე ლა რენტას კაბით, კატის ყურებიანი ქუდითა და კატის მაკიაჟით Doja Cat Met Gala-ზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. ამ კოსტიუმით მომღერალი კარლ ლაგერფილდის საყვარელ კატას შუპეტს განასახიერებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ Doja Cat არ ყოფილა ერთადერთი შუპეტი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე (Lil Nas X-მა კატის ულვაშები გამოიყენა, ჯარედ ლეტომ კი შუპეტის ზუსტი ასლი შემოგვთავაზა), მისმა გარეგნობამ მაინც ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. 

ოსკარ დე ლა რენტას კრეატიული დირექტორების ფერნანდო გარსიასა და ლაურა კიმის თქმით, Doja-სთან თანამშრომლობა მათ მომღერლის ბილბორდის „ცხელი ასეულის” ტოპ ათეულის ჰიტის Vegas-ის შემდეგ უნდოდათ.

„მას შემდეგ სულ გვინდოდა, გვეპოვა განსაკუთრებული თანამშრომლობის მომენტი ოსკარ დე ლა რენტასთან. ის მოდის ნამდვილი It გოგონაა, ასე რომ, აღტაცებული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, მის პირველ Met Gala-ს ჩაცმულობაზე გვეზრუნა. როცა წლევანდელი Met Gala-ს თემა გავიგეთ, იმ დღიდანვე ძალიან ცხადი იყო ჩვენთვის, რომ ის შუპეტი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ხუთი თვე ვმუშაობდით და უამრავი ნიმუში გავაკეთეთ. დიდი დრო გვქონდა და შედეგად ასეთი წარმატებული და ლამაზი კოსტიუმი მივიღეთ.”

მიუხედავად იმისა, რომ მოდის სფეროში ორივე გამოცდილი პროფესიონალია, როგორც აღნიშნეს, ასეთი კოსტიუმი მათთვისაც პირველი იყო. „ქუდიანი კაბები ადრეც შეგვიქმნია, მაგრამ ეს პირველი ქუდიანი კაბა იყო, რომელსაც კატის ყურები ჰქონდა. ამიტომ გვინდოდა, რომ ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ყოფილიყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Luminous Frames ფილმისა და ფოტოგრაფიის ფესტივალი ფაბრიკაში

შემდეგი სტატია

ნახეთ Marjorie-ს შესრულების დროს ფანებისგან გაოგნებული ტეილორ სვიფტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი