Სიმღერა Marjorie-ს შესრულების დროს ტეილორ სვიფტი ფანების საქციელმა გააოგნა.
სცენასთან ახლოს ფანებს სვიფტის ბებიის, მარჯორის ასობით ფოტო ეჭირათ. სწორედ ბებიას ეძღვნება მომღერლის სიმღერა Marjorie. დანარჩენი დარბაზი კი მთლიანად ტელეფონის სინათლეებით იყო განათებული. დარბაზის ამ ქმედებამ მომღერალი გაოგნებული და ემოციებით სავსე დატოვა.
„Რას მიკეთებთ?” – მიმართა სვიფტმა დარბაზს, როცა ფორტეპიანოსთან დაჯდა. „ღმერთო ჩემო, ეს ისეთი ლამაზი იყო. ეს სიმღერა დედაჩემის დედაზე დავწერე – ჩემს ბებიაზე. ისიც მომღერალი იყო და გარდაიცვალა, როცა მე 13 წლის ვიყავი. ვიცი, რომ ახლა დედაჩემი მთელი ხმით ტირის და ასე იქნებოდა მთელი ხუთწუთნახევრის განმავლობაში. ძალიან მიყვარხართ. ეს ძალიან განსაკუთრებული იყო.”
იდეა სვიფტის ერთ-ერთ ფანს ეკუთვნის, რომელმაც მომღერლის ბებიის ასობით ფოტო დაბეჭდა და იქვე მდგომ მაყურებელს დაურიგა. „Ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს გიჟური იდეა რეალობად ვაქციე,” – წერს იდეის ავტორი და კონცერტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
ნახეთ სვიფტის რეაქცია Marjorie-ს სიმღერის დროს თავად იდეის ავტორისა და ასევე ერთ-ერთი მაყურებლის ვიდეოებში.
@auntie_hero I couldn’t be more proud of making this crazy idea into reality. Lugging 300 copies around a crowded stadium wasn’t ideal, but for her I’d do it, ‘a million little times’! 🫶🏻 #nashvillefanproject #marjorienashville #taylorswift #taylorsversion #swiftie #swifttok #nashville #nashvilletstheerastour #taylornation #nashvilleerastour #theerastour #theerastournashville #swiftietok ♬ marjorie – Taylor Swift
🎥| Taylor’s reaction to fans holding up pictures of Marjorie last night🥺🫶 #NashvilleTSTheErasTour #TSTheErasTour pic.twitter.com/1jmQdlO2s1
— Taylor Swift Updates (@UpdatingSwiftly) May 6, 2023