Sia-მ მეგობარ ბიჭზე, დენ ბერნადზე იქორწინა

უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს Sia და სტეფანო. 2021 წელს ისინი ფოტოგრაფებმა სტივენ სპილბერგის ფილმის, West Side Story-ის პრემიერაზე დააფიქსირეს.
ფოტო: Atlantic Records

ავსტრალიელმა მომღერალმა Sia-მ მეგობარ ბიჭზე, დენ ბერნადზე იქორწინა. დადასტურებულ ინფორმაციას Billboard აქვეყნებს. ქორწინების ცერემონია გასულ კვირას, იტალიაში შედგა. 

მედია გამოცემა People-ის თანახმად, ცერემონია ცნობილი იტალიელი დიზაინერების, დომენიკო და დოლჩესა და სტეფანო გაბანას კუთვნილ კერძო რეზიდენციაში შედგა და მხოლოდ ოთხი სტუმარი იყო მიწვეული. 

უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს Sia და სტეფანო. 2021 წელს ისინი ფოტოგრაფებმა სტივენ სპილბერგის ფილმის, West Side Story-ის პრემიერაზე დააფიქსირეს. 2022 წელს კი Sia-მ ბერნადთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და ალბომის დასრულება დააანონსა. 

ავსტრალიელი მომღერლის ყოფილი ქმარი ერიკ ანდერს ლენგია. Sia-მ და ერიკმა 2014 წელს იქორწინეს და 2016 წელს განქორწინდნენ.

Sia-ს ახალი ალბომი 2016 წლის შემდეგ არ გამოუცია, თუმცა მიუხედავად ამ პაუზისა, არტისტი Billboard-ის ჩარტებში თავის ადგილს ინარჩუნებს. 2022 წელს მისი 2016 წლის სიმღერა Unstoppable TikTok-ის ტრენდად იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქარდი ბისა და Offset-ის ქალიშვილი ჰოლი ბეილისთან შეხვედრით აღტაცებულია 

შემდეგი სტატია

Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Paisley Park-ის ფესტივალზე Prince-ის აქამდე უცნობი მუსიკა გაჟღერდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი