„ევროვიზიის სიმღერის კონკურსის” 2023 წლის სლოგანით United By Music მეორე ნაკადის ფინალისტთა ვინაობას ასახელებს. ავსტრალია, ავსტრია და ბელგია ფავორიტ ქვეყნებს, შვედეთს და ფინეთს, ფინალში შეუერთდებიან.
თექვსმეტი მონაწილე ქვეყნიდან ფინალში გადავიდნენ: ავსტრალია, ავსტრია და ბელგია ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია და სომხეთი.
კონკურსს გამოეთიშა საქართველო, სან მარინო, ისლანდია, რუმინეთი, დანია და საბერძნეთი.
პირველ ნახევარფინალში გადასული ქვეყნები არიან: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, სერბეთი და ნორვეგია, რომლებიც შაბათს 13 მაისს ფინალისტებს ლივერპულში M&S Bank Arena-ზე შეუერთდებიან.
ფინალურ კონკურსზე ჯამში 26 სიმღერა შესრულდება. ფინალში გადასული ქვეყნების გარდა „ევროვიზია” 2023 წლის ფინალს დიდი ხუთეულის ქვეყნები ავტომატურად შეუერთდებიან. დიდი ხუთეულის ქვეყნები არიან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანი, იტალია და ესპანეთი და დამატებით უკრაინა. გასულ წელს „ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე” უკრაინულმა რეპ-ფოლკ ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა, სიმღერით Stefania.
„ევროპის საერთაშორისო მაუწყებლების” მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემა „ევროვიზიის” კონკურსი, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ყურებად მუსიკალურ კონკურსად აქცევს. „ევროპის მაუწყებელთა კავშირის” (EBU) ორგანიზატორების თქმით, გასულ წელს კონკურსს 34 ქვეყანაში 161 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა