SZA-ს ალბომმა სახელწოდებით SOS არეთა ფრანკლინის რეკორდი მოხსნა

SOS გახდა სოლო შემსრულებელი ქალის პირველი ალბომი, რომელმაც Top R&B/Hip-Hop Albums ჩარტების 58-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველი ადგილი ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა.
ფოტო: RCA

2023 წლის აპრილში SZA-ს სინგლი Kill Bill ჟურნალ Billboard-ის ჩარტების რეკორდსმენი კომპოზიცია გახდა. ის არის ქალი არტისტის პირველი სინგლი, რომელიც Hot R&B/Hip-Hop Songs ჩარტებში პირველ ადგილს ყველაზე დიდხანს იკავებდა. 

ამჯერად SZA-მ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.  მისი ალბომი სახელწოდებით SOS გახდა სოლო შემსრულებელი ქალის პირველი ალბომი, რომელმაც Top R&B/Hip-Hop Albums ჩარტების 58-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველი ადგილი ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა.

მაისის შუა რიცხვების მონაცემებით, SOS ჩარტების აღნიშნული კატეგორიის ლიდერ პოზიციას უკვე მე-18 კვირაა იკავებს. SZA-მ ამ შედეგით არეთა ფრანკლინის რეკორდი გააუმჯობესა. არეთა ფრანკლინის ალბომი, სახელწოდებით Aretha Now, 1968 წელს 17 კვირის განმავლობაში იყო ჩარტების პირველი ადგილის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ არეთა ფრანკლინი სწორედ ის სოლო შემსრულებელი ქალი არტისტია,  რომელიც Top R&B/Hip-Hop Albums ჩარტების ლიდერი ყველაზე მეტჯერ გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს

შემდეგი სტატია

STANLEY CLARKE N’4Ever

„თბილისის ჯაზ-ფესტივალი“ სტენლი კლარკის კონცერტით დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი