„თბილისის ჯაზ-ფესტივალი“ სტენლი კლარკის კონცერტით დასრულდა

ხუთშაბათს, 12 მაისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ თბილისის რიგით ოცდამეექვსე ჯაზ-ფესტივალის ბოლო კონცერტი გაიმართა.
STANLEY CLARKE N’4Ever
STANLEY CLARKE N’4Ever
„ერთადერთი კონცერტი იყო ეს სტენლისთან ერთად, რამაც საქართველოში თამაზ ყურაშვილის გარეშე  ჩაიარა, ამიტომ მე მას ვუძღვნი მთლიან კონცერტს, ნებისმიერ ნოტს და ნებისმიერ ფრაზას.“ – ბექა გოჩიაშვილი

ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი საღამოს „ჯაზ ლაბის“  სცენაზე იტალიური ბენდი Motel kaiju, მოგვიანებით კი, „სთარ სთეიჯზე“ ლეგენდარული სტენლი კლარკის და მისი ბენდის კონცერტი გაიმართა. STANLEY CLARKE N’4Ever საქართველოს ჯაზ-ფესტივალის ტურნეს ფარგლებში ეწვია, მისი ბენდის შემადგენლობაში მსმენელის წინაშე ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილიც წარდგა.

სტენლი კლარკი
სტენლი კლარკი

„დღეს ოცდამეექვსე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეა. ალბათ ყველა ლეგენდარული სტენლი კლარკის მოლოდინშია, თვითონ როგორც სტენლი გვპირდება დაუვიწყარ საღამოს გვაჩუქებს. ეს არის ახალი ბენდი, რომლის ფარგლებშიც ძალიან დიდი ტური აქვს  ევროპაში და ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ბექა გოჩიაშვილი დაუბრუნდა მის ჯგუფს და სწორედ ბექა იქნება ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ ტურის ფარგლებშიც. ძალიან მრავალფეროვანი ფესტივალი გამოვიდა, დამსწრე საზოგადოება კმაყოფილია. მუსიკალურად მრავალფეროვანია ეს ფესტივალი. ყოველთვის ბევრ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ მსმენელს. როგორც კი ფესტივალი დასრულდება, პარალელურად უკვე, რაც შეიძლება მალე დავაანონსებთ Black Sea Jazz ფესტივალის პროგრამასაც, რომელიც უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილი გვაქვს“. – გიორგი კერესელიძე „ისტერნ პრომოუშენის“ თანადამფუძნებელი.

მუსიკის ჟურნალისტმა და ფესტივალის წამყვანმა კახა თოლორდავამ აუდიტორიას მიმართა და სტენლი კლარკის კარიერულ დამსახურებებზე და ჯაზში მის უდიდეს წვლილზე ისაუბრა:

კახა თოლორდავა
კახა თოლორდავა

„ეს თბილისის რიგით ოცდამეექვსე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის უკანასკნელი, მესამე დღეა. კიდევ ერთი დიდებული კონცერტი, სრულიად განსაკუთრებულ მუსიკოსთან ერთად. ნებისმიერი კარგი ფესტივალის მახასიათებელი ყველაფერ დანარჩენთან ერთად, გახლავთ ის, რომ მუსიკოსებს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ უკან დაბრუნების სურვილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პატივს სცემენ ფესტივალს, აუდიტორიას და ქვეყანას. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ საშუალება გვეძლევა თვალყური ვადევნოთ მათი განვითარების, მათი ზრდის დინამიკას, არა პროექტიდან-პროექტამდე და არა ალბომიდან- ალბომამდე, არამედ ცოცხლად. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, დაწყებული 2004 წლიდან, სტენლი ორმოცდაათ ყველაზე  გავლენიან მუსიკოსთა სიაშია. მის ხელში სულ სხვაგვარად აჟღერდა ელექტრო-აკუსტიკური ბასი. თავის დროზე ის უკრავდა ისტორიული მნიშვნელობის ბენდში, ისტორიული მნიშვნელობის მუსიკოსებთან ერთად. მას ჩაწერილი აქვს უამრავი ალბომი, საიდანაც რამდენიმე, დღეს უკვე კლასიკად არის აღიარებული. კარიერის განმავლობაში, მას დაკრული აქვს ყველა დიდ მუსიკოსთან ერთად.  აღებული აქვს იმდენი პრიზი „გრემის“ ჩათვლით, რომლის ჩამოთვლაც უბრალოდ ძალიან დიდ დროს წაიღებს. მას ასობით ფილმისთვის აქვს დაწერილი  მუსიკა, მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანშია და ბოლოს, რაც ყველაზე უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, ის მსოფლიო ტურნეში კვლავ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან ერთად დადის.“ – კახა თოლორდავა, ფესტივალის წამყვანი.

Motel kaiju
Motel kaiju

„ჯაზ-ფესტივალი ყველა დიდი ქალაქისთვის ძალიან დიდი პრესტიჟია, მითუმეტეს ჩვენი ჯაზ-ფესტივალი, როგორც თბილისი, ისე ბათუმი არის უკვე საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს არის უმაღლესი ლიგის მსოფლიო ფესტივალი, რომელშიც ყველა დიდი მუსიკოსისთვის პრესტიჟულია გამოსვლა. ეს  ფესტივალი  ქალაქელების  და მისი სტუმრების ფესტივალია.“ – კახა კანდელაკი, „ისტერნ პრომოუშენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფესტივალის ორგანიზატორი.

თბილისის ოცდამეექვსე ჯაზ-ფესტივალი, ჯაზის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და დამსახურებულმა მუსიკოსმა სტენლი კლარკმა დახურა. სტენლი ბენდთან ერთად მსმენელის წინაშე  წარდგა, რომლის შემადგენლობაშიც მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილია.

„ჩვენ საოცარი დრო გავატარეთ. ახლახან ვლაპარაკობდით, თუ რა მნიშვნელობა აქვს აუდიტორიას. ძალიან ცოტა ადგილია, სადაც აუდიტორია ისე გაგრძნობინებს თავს, როგორც სახლში. ეს ის ადგილია, სადაც თავს როგორც ოჯახში ისე ვგრძნობ და ზუსტად ამიტომ მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა.  დღეს გამორჩეული კონცერტი იყო, რადგან ახალი ბენდით ვართ.  მიხარია, რომ დავბრუნდი და ბექა ჩვენთან არის. ის დროებით ისვენებდა და ძალიან გვაკლდა, ბექა ჩვენი ბენდის ერთ-ერთი მთავარი წევრია, რომელიც ჩვენს მუსიკას კიდევ უფრო ამდიდრებს და ეს არაჩვეულებრივია.“ – სტენლი კლარკი, მუსიკოსი.

„პირველ რიგში დიდი მადლობა ქართველ მსმენელს, ჩემს მეგობრებს, მსმენელებს, ყველას. რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი იყო და მე და სტენლი კონცერტის შემდეგ ვლაპარაკობდით, რომ ეს სხვა ქვეყანაში რომ ყოფილიყო, სხვანაირი მსმენელი რომ ყოფილიყო ბევრად უფრო სტრესული იქნებოდა ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის. რაღაც კონკრეტული გვინდოდა რომ დაგვეკრა და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ხალხმა ისეთი შინაური სიტუაცია შეგვიქმნა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო. „ისტერნ ფრომოუშენს“ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ოცდამეექვსე „თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის“,  იმიტომ რომ ეს არის ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ჯაზ-მუსიკისთვის და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. ეს არის ერთ-ერთი  ფაზლი, საქართველოს ნათელი მომავლის შექმნისთვის.

ბექა გოჩიაშვილი
ბექა გოჩიაშვილი

ერთ რამეს ვიტყვი, ერთადერთი კონცერტი იყო ეს სტენლისთან ერთად, რომელმაც საქართველოში თამაზ ყურაშვილის გარეშე  ჩაიარა. ამიტომ მე მას ვუძღვნი მთლიან კონცერტს, ნებისმიერ ნოტს და ნებისმიერ ფრაზას. ის ყოველთვის ის თათუზა იქნება, რაც იყო ჩვენი ლეგენდარული, ძალიან, ძალიან დიდი მუსიკოსი და მეგობარი“. – ბექა გოჩიაშვილი, მუსიკოსი.

STANLEY CLARKE N’4Ever
STANLEY CLARKE N’4Ever

„თბილისი ჯაზ-ფესტივალის“ თავბრუდამხვევი, სამ დღიანი მუსიკალური დღეები დასრულდა. „ისთერნ პრომოუშენი“ კი მელომანებს სულ მალე  Black Sea Jazz ფესტივალის პროგრამას გააცნობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-ს ალბომმა სახელწოდებით SOS არეთა ფრანკლინის რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

შაკირამ ახალი სიმღერა თავის შვილებს მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯონ ბატისტი მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, ინტერვიუ ამერიკულ Billboard-თან

მაყურებელს ფილმი მუსიკოსის რთულ პერიოდებს აცნობს, დროს, როდესაც მისი პარტნიორი კიბოს ებრძოდა.
მეტი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ჯაზის მიმართულების 10 წლის იუბილე აღნიშნა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართველი ჯაზ მუსიკოსების სხვადასხვა თაობა გააერთიანა.
მეტი
JAZZ/TAKES SUPERGROUP

თბილისის ოცდამეექვსე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა

თბილისის ჯაზ-ფესტივალი „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიხსნა. ღონისძიება „ისთერნ პრომოუშენსის“ და „თიბისი კონცეპტის“ ხელშეწყობით ტარდება და ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წელს ფესტივალი თამაზ ყურაშვილის ხსოვნას მიეძღვნება.
მეტი

ბექა გოჩიაშვილი მსმენელის წინაშე „ფალესტრას“ სცენაზე წარდგება

ბექა გოჩიაშვილი ამჟამად სტენლი კლარკის ბენდის შემადგენლობაშია და მასთან ერთად მსოფლიო ტურნეში მოგზაურობს. სწორედ ამავე ტურნეს ფარგლებში, სტენლი კლარკის ბენდი საქართველოსაც ეწვევა და 11 მაისს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში დაუკრავს.
მეტი