შაკირამ ახალი სიმღერა თავის შვილებს მიუძღვნა

სიმღერის ტექსტი პოეტური კომპოზიციაა და ისეა დაწერილი, რომ თითოეული სტრიქონის პირველი ასო შაკირას შვილების ინიციალებს აღნიშნავს.
ფოტო: ნატალია აგილერა/Billboard

შაკირამ ახალი სინგლი სახელწოდებით Acróstico გამოუშვა, რომელიც თავის შვილებს – მილანს და საშას  მიუძღვნა. წელს შეერთებულ შტატებში დედის დღე 11 მაისს აღინიშნებოდა და მომღერალმა ტრეკი სწორედ ამ დღეს გამოაქვეყნა. სიმღერის ტექსტში შაკირამ შვილებისადმი საკუთარი დედობრივი სიყვარული გამოხატა. 

სიმღერის ტექსტი პოეტური კომპოზიციაა და ისეა დაწერილი, რომ  თითოეული სტრიქონის პირველი ასო შაკირას შვილების ინიციალებს აღნიშნავს. ტექსტის ეს სტრუქტურა ანიმაციურ კლიპში ვიზუალურადაც არის ნაჩვენები. 

ვარსკვლავს ახლახან  Billboard Latin Women in Music-ის ცერემონიაზე ჯილდო გადაეცა და წლის ქალ მუსიკოსად დასახელდა. საცხოვრებლად მაიამიში გადასვლის შემდეგ ეს დაჯილდოება პირველი შემთხვევა იყო, როცა შაკირა საჯაროდ გამოჩნდა. სცენაზე გამოსვლისას მომღერალს აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა. შაკირამ საჯარო სიტყვა წარმოთქვა. თავის შემოქმედებით კარიერასა და მიღწეულ წარმატებაზე საუბრისას მან მადლობა გადაუხადა დედას, მეგობრებს და ზოგადად ქალებს. 

ნახეთ შაკირას ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Acróstico: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

STANLEY CLARKE N’4Ever

„თბილისის ჯაზ-ფესტივალი“ სტენლი კლარკის კონცერტით დასრულდა

შემდეგი სტატია

Bedford Falls-ის კონცერტი Tbilisi Factory-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი