2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი ​​Loreen გახდა

Loreen-მა საკონკურსო სიმღერის – Tattoo-ს შესრულებით 583 ქულა დაიმსახურა.
ფოტო: დომინიკ ლიპინსკი/Getty Images

2023 წლის „ევროვიზიის სიმღერის კონკურსის” გამარჯვებული შვედეთი გახდა. შვედეთის წარმომადგენელმა მონაწილემ, 39 წლის Loreen-მა საკონკურსო სიმღერის – Tattoo-ს შესრულებით 583 ქულა დაიმსახურა. Loreen-მა ევროვიზიის კონკურსში მეორედ გაიმარჯვა. პირველად ამ ტიტულის მფლობელი 2012 წელს გახდა. ამ შედეგით, Loreen ევროვიზიის ისტორიაში პირველი ქალი მუსიკოსია, რომელმაც კონკურსი ორჯერ მოიგო. 

„ერთადერთი რამ, რასაც ახლა ვგრძნობ, არის დიდი სიყვარული. ვერც კი დამესიზმრებოდა ის, რაც ახლა მოხდა.“ – თქვა მომღერალმა შოუს შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე. 

2023 წლის „ევროვიზიის სიმღერის კონკურსი” გაერთიანებულ სამეფოში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. შოუზე მიწვეული არტისტის ამპლუაში აუდიტორიის წინაშე წარდგა Queen-ის დრამერი, როჯერ ტეილორი. სატელევიზიო ეთერით კი, წინასწარი დაანონსების გარეშე, უელსის პრინცესის, ქეით მიდლტონის წინასწარ ჩაწერილი ვიდეო აჩვენეს. ვიდეოში ქეითი პიანინოზე უკრავს. 

რაც შეხება კონკურსის ტრიუმფატორ  ქვეყანას, შვედეთისათვის ეს მეშვიდე გამარჯვებაა. პირველი შვედი წარმომადგენელი, რომელმაც „ევროვიზიის სიმღერის კონკურსი” მოიგო, ABBA იყო. ჯგუფმა კონკურსის გამარჯვებულის ტიტული 1974 წელს, კომპოზიციით Waterloo მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დიმიტრი კრიმოვი

დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

კაილი მინოუგმა ახალი ალბომი – Tension დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი