Ბიონსემ და Jay-Z-მ ახალი რეზიდენცია რეკორდულ ფასად – 200 მილიონ დოლარად შეიძინეს

სახლის მინიმალისტურ დიზაინზე ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა, ტადაო ენდომ იმუშავა.
ფოტო: ლარი ბუსაკა/Parkwood Entertainment


ახლახან ბიონსემ და Jay-Z-მ მალიბუში 3000 კვადრატული მეტრის ფართობის  რეზიდენცია შეიძინეს. როგორც გამოცემა TMZ იუწყება, წყვილმა საკუთრებაში 200 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

გადახდილი თანხის მიხედვით, ეს რეზიდენცია ყველაზე ძვირი სახლია, რაც კი ოდესმე კალიფორნიაში გაყიდულა. ამ დრომდე რეკორდულ თანხად გაყიდულ უძრავ ქონებად მიიჩნეოდა მამული, რომელიც 177 მილიონ დოლარად შეისყიდეს. სახლის მინიმალისტურ დიზაინზე ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა, ტადაო ენდომ იმუშავა. როგორც Los Angeles Times აღწერს, რეზიდენციის ინტერიერში არაერთი ცნობილი კოლექციონერისაგან შეძენილი სახელოვნებო ნივთებია განთავსებული. 

2017 წელს წყვილმა სახლი ასევე ლოს ანჯელესში შეიძინა და მასში 88 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ამჟამად ბიონსე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტებს მართავს. Renaissance-ის მსოფლიო ტური 10 მაისს სტოკჰოლმში გამართული კონცერტით დაიწყო. შოუ სამი საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში არტისტმა თავისი ხანგრძლივი მუსიკალური შემოქმედებიდან  ათეულობით ჰიტი შეასრულა. Renaissance-ის მსოფლიო ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ბიონსეს მსოფლიო ტური შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს. შტატების მასშტაბით კონცერტები გაიმართება ტორონტოში, ჩიკაგოში, ატლანტაში, ჰიუსტონში და სხვა დიდ ქალაქებში. Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნე 27 სექტემბერს, ნიუ-ორლეანში გამართული შოუთი დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ კენდრიკ ლამართან თანამშრომლობით თავისი ახალი ჰიტის გარემიქსებული ვერსია წარადგინა

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძემ კაილი მინოუგთან ერთად იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბევრი კაბელი“ x ანუკა ყიფშიძე - I Am In The Good List

მუსიკალური პროექტი „ბევრი კაბელი”  და ახალი კოლაბორაცია არტისტ ანუკა ყიფშიძესთან

არტისტმა ნიკა ელიამ ცოტა ხნის წინ ახალი მუსიკალური პროექტი სახელწოდებით „ბევრი კაბელი" წამოიწყო, რომელიც ცოცხალ შესრულებებთან ერთად, ალბომის რეკომენდაციებს და მუსიკალურ ინდუსტრიაში საინტერესო ისტორიებს მოიცავს.
მეტი

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

ჯგუფის წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 30 იანვარს FireAid-ის საქველმოქმედო საღამოზე წარდგნენ.
მეტი

Aerosmith-ის გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ სტივენ ტაილერი სცენაზე დაბრუნდა

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯგუფის გაერთიანებაზე არ გამართლდა, ტაილერი სცენაზე რამდენიმე მეგობართან ერთად წარდგა.
მეტი