„ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ“ – ჰარი სტაილსი ალბომის, Harry’s House-ის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

ალბომმა Billboard 200-ის ჩარტების ლიდერის სტატუსიც მოიპოვა, ხოლო ჰიტი – As It Was 15 კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა.
ფოტო: JMEnternational/GI


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰარი სტაილსმა გრემის მფლობელი ალბომი –  Harry’s House გამოსცა. 29 წლის არტისტი  სოციალურ მედიის მეშვეობით ჩანაწერის ერთი წლის იუბილეს გამოეხმაურა.

„Harry’s House-ს ერთი წელი შეუსრულდა. არასდროს ვყოფილვარ იმაზე ბედნიერი, ვიდრე ამ ალბომზე მუშაობისას. მადლობელი ვარ  ყველაფრისთვის.“ – ასე დაასათაურა სტაილსმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც თავადვეა აღბეჭდილი. 

Harry’s House  13 სიმღერას მოიცავს და სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტებს აერთიანებს. 2023 წელს ამ ნამუშევრისათვის არტისტმა გრემის ჯილდო დაიმსახურა – ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ Harry’s House წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტების ლიდერის სტატუსიც მოიპოვა, ხოლო ჰიტი სახელწოდებით As It Was 15 კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა.

ნახეთ ჰარი სტაილსის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც არტისტმა Harry’s House-ის ერთი წლის იუბილეს მიუძღვნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანის კინოფესტივალს BLACKPINK-ის ჯენი Chanel-ის კოსტიუმით დაესწრო

შემდეგი სტატია

ბენედიქტ კამბერბეჩი პიტ სიგერს განასახიერებს ბობ დილანზე გადაღებულ ფილმში A Complete Unknown

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი