კანის კინოფესტივალს BLACKPINK-ის ჯენი Chanel-ის კოსტიუმით დაესწრო

K-pop-ის შემსრულებელი არტისტი კინოფესტივალს The Idol-ის პრემიერის ფარგლებში, სერიალის შემოქმედებით გუნდთან ერთად დაესწრო. 
ფოტო: ლოიკ ვიენენსი


BLACKPINK-ის ჯენი 22 მაისს კანის კინოფესტივალს დაესწრო. K-pop-ის შემსრულებელი არტისტისათვის ეს მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალზე პირველი გამოჩენაა.

27 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Chanel-ის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ე.წ. ოტ კუტიურ კოლექციის კოსტიუმით მივიდა. ვარსკვლავმა კინოფესტივალისათვის Შავ-თეთრ კაბა და მინიმალისტური აქსესუარები აირჩია. 

BLACKPINK-ის ჯენი კანის კინოფესტივალს The Idol-ის პრემიერის ფარგლებში ესწრებოდა. ვარსკვლავი ღონისძიებაზე სერიალის შემოქმედებით გუნდთან ერთად დააფიქსირეს. მასთან ერთად იყვნენ The Weeknd, ლილი როუზ-დეპი, სემ ლევინსონი და შოუს სხვა შემქმნელები. 

წითელი ხალიჩის მიღების შემდეგ, ინტერნეტში K-pop ვარსკვლავის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა. ინტერნეტ მომხმარებლები ყურადღებას ჯენის დახვეწილი იმიჯის სწორ აქცენტებზე ამახვილებდნენ. 

ჯენი არ არის BLACKPINK-ის ერთადერთი წევრი, რომელიც წელს კანის კინოფესტივალს იმყოფებოდა. გასულ კვირას ფესტივალის წითელ ხალიჩაზე როუზის დებიუტი შედგა. არტისტი ჰიროკაზუ კორიდას მიერ გადაღებული იაპონური დრამის – Monster-ის პრემიერას ესწრებოდა. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც კანის კინოფესტივალზე BLACKPINK-ის ჯენის გამოჩენაა აღბეჭდილი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა ფილმ Barbie-ისთვის დაწერილ სინგლს აანონსებს

შემდეგი სტატია

 „ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ“ – ჰარი სტაილსი ალბომის, Harry’s House-ის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი