დონა სამერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის დეტალები: „ეს იყო გლოვისა და შვების მომგვრელი პროცესი ყველასთვის.”

Სამერის ქალიშვილი ბრუკლინ სუდანო და რეჟისორი როჯერ როს უილიამსი ფილმზე საუბრობენ.
დონა სამერი
HBO

„მე საიდუმლო ცხოვრება მაქვს. თქვენ მე მიყურებთ, მაგრამ რასაც ხედავთ, ეს არ არის ის, რასაც  სინამდვილეში წარმოვადგენ.”

ეს ერთ-ერთი ეპიზოდია დოკუმენტური ფილმიდან სახელწოდებით Love to Love You, Donna Summer, რომელიც მომღერლისა და დისკოს დედოფლად წოდებული დონა სამერის შესახებაა. ფილმის პრემიერა HBO-ზე 20 მაისს შედგა, სამერის გარდაცვალებიდან (2012 წლის 17 მაისი) 11 წლის შემდეგ.

„პრემიერის დრო წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა,” – ამბობს ბილბორდთან ინტერვიუში სამერის ქალიშვილი და ფილმის თანარეჟისორი ბრუკლინ სუდანო. „მაგრამ მისი გარდაცვალების თარიღზე დამთხვევით წრე იკვრება. თითქოს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო.”

ბრუკლინ სუდანო
Maria Dunlap Berlin

ფილმის მეორე რეჟისორმა, ოსკარის მფლობელმა როჯერ როს უილიამსმა ბილბორდთან საუბარში აღნიშნა, რომ სამერი ბევრად მეტი იყო, ვიდრე დისკოს დედოფალი. დოკუმენტური ფილმი კი სწორედ მისი ვარსკვლავური პერსონის მიღმა ცხოვრებას გვაცნობს. ფილმს განსაკუთრებულს ხდის სამერის ოჯახური ვიდეოები და კულისებში გადაღებული მასალა.

კითხვაზე, რა რეაქცია ექნებოდა დედას ფილმის ყურებისას, სუდანომ თქვა: „ის ალბათ ისტერიკულ სიცილს დაიწყებდა და იტყოდა: „ხედავ? Ხომ გითხარი”, რადგან დედა ყოველთვის რეპორტიორს მეძახდა. ბავშვობაში სულ მე ვიყავი ახალი ამბების გამავრცელებელი სასადილო მაგიდასთან. ასე რომ, ლოგიკურია, რომ ჩემი პირველი ფილმი სწორედ მასზეა. თუმცა მგონია, რომ ძალიან ამაყი იქნებოდა.”

წაიკითხეთ ბილბორდის ინტერვიუ ბრუკლინ სუდანოსა და როჯერ როს უილიამსთან.

Სანამ გადაღებას დაიწყებდით, როგორი იყო თქვენი ხედვა?

Სუდანო:  როდესაც დედა გავხდი, თავად დავკარგე დედა. ასე რომ, სიტუაციის გამკლავების პროცესში ვიყავი. ამავე დროს, იმდენი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და მიყვებოდა მათ პირად ისტორიებს დედაჩემთან დაკავშირებით, ან იმას, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მის მუსიკას მათ ცხოვრებაზე. ვგრძნობდი, რომ ძალიან ბევრი რამ იყო მოსაყოლი – ის, რაც ხალხმა დედაჩემის შესახებ არ იცოდა. დაახლოებით შვიდი წლის წინ მამაჩემს ვესაუბრე ამის შესახებ და მითხრა: „მოდი, გავაკეთოთ”. ცოტა ხნის შემდეგ კი ჩემი და როჯერის გზები გადაიკვეთა და ჩვენ შევძელით, მართლა საოცრად გვეთანამშრომლა. 

უილიამსი: ჩემი ოცნება იყო, რომ დონა სამერზე ფილმი გადამეღო, რადგან მისი დიდი ფანი ვარ. და როცა ბრუკლინს შევხვდი, ეს ოცნება ამიხდა. ეს საოცარი მოგზაურობა იყო. თავიდან ერთი და იგივე ხედვა გვქონდა, რომ ეს არ ყოფილიყო ტიპური მუსიკალური დოკუმენტური ფილმი და რომ ღრმად ჩაგვეყვინთა იმ ემოციურ არსში, თუ ვინ იყო დონა, როგორც ადამიანი და როგორც არტისტი. იმან, რომ ინტერვიუს დონას ქალიშვილი იღებდა, მგონია, რომ ყველას მისცა უფლება, გახსნილიყვნენ და სიმართლე ეთქვათ. ძალიან ბევრი ცრემლი იყო სიხარულისა და სევდის. ეს იყო გლოვისა და შვების მომგვრელი პროცესი ყველასთვის.”

როჯერ როს უილიამსი
Justin Bettman

Რა იყო ყველაზე რთული ამ პროექტის შექმნისას?

უილიამსი: ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი იყო გადარჩევა იმ საოცარი განძის, რაც არის დონას სახლის ვიდეოები და ათასობით ფოტო. Ძალიან დიდი მასალა იყო.

Სუდანო: ვეთანხმები. როცა გაქვს ინდივიდუალურობა და ცხოვრება, როგორიც დედაჩემს ჰქონდა, გამოწვევაა, რომ ის მომენტები დააკრისტალო, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. და შემდეგ სიმღერები… მათი გამოყენება ისე, რომ ყოფილიყო ცოცხალი და თან ამბის თხრობა წაეყვანა. 

Რა გინდათ, რომ მაყურებელმა ფილმიდან წაიღოს?

უილიამსი: დონა სამერი საოცრად მრავალშრიანი და კომპლექსური არტისტია, რომელიც, ჩემი აზრით, სათანადოდ არ არის დაფასებული. ყველა, ვინც ამ ფილმს ნახავს, დაინახავს მის უზარმაზარ ნიჭს და მისი არტისტიზმის ყველა წახნაგს. ის ამას იმსახურებს.

Სუდანო: მე მინდა, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ დედაჩემი ნამდვილი არტისტი იყო. Რომ ის თავის ნიჭს იყენებდა სიყვარულისა და ბედნიერების გასავრცელებლად. იმედი მაქვს, რომ მუსიკისა და კულტურის დიდ ლექსიკონში მისი სახელი შემოინახება, როგორც ადამიანის, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა. ეს ფილმი მისი მემკვიდრეობის გავრცელებაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეიმზ ჰეტფილდი, ნიუ იორკი, ცენტრალ პარკი, 24 სექტემბერი, 2022 წელი. ფოტო: თეო ვარგო

Metallica-ს ვოკალისტმა ჯეიმზ ჰეტფილდმა უკრაინელი ჯარისკაცები საავადმყოფოში მოინახულა

შემდეგი სტატია

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი