ლანა დელ რეის მამას მოსწონს, იყოს პირველი „ნეპო მამა”

Რობ გრანტის სადებიუტო ალბომი 9 ივნისს გამოვა.
ლანა დელ რეი
Neil Krug

ლანა დელ რეის 69 წლის მამა რობ გრანტი 9 ივნისს სადებიუტო ალბომს Lost at Sea გამოსცემს.

მუსიკოსის მამამ ინტერვიუში ქალიშვილთან მუშაობაზე ისაუბრა: „წინასწარ არაფერია დაგეგმილი. მუსიკის შექმნა ჩემს ქალიშვილთან ერთად Ძალიან მაგარია, რადგან ჩვენ ერთმანეთის გვესმის.”- ამბობს გრანტი.

„ნეპო ბავშვების” სამყაროში პირველ „ნეპო მამად” ყოფნაზე რობ გრანტს პრობლემა არ აქვს და მეტიც, ამ სტატუსს პატივით იღებს. „ნეპო მამის ამბავი ძალიან მომწონს,” – თქვა მან, როცა მისი ინსტაგრამის კომენტარებში ამ ფრაზას პირველად გადააწყდა. „ვიფიქრე, ღმერთო, ეს მართლა მაგარი „მერჩენდაიზი” იქნება. მიხარია, რომ პირველი ნეპო მამა ვარ.”

ამასობაში თავად ლანა დელ რეიმ მარტში მეცხრე სტუდიური ალბომი გამოუშვა Did You Know That There’s A Tunnel Under Ocean Blvd, რომელიც ბილბორდის 200 ალბომის ჩარტის მესამე ადგილზე მოხვდა. მომღერალმა ასევე საბოლოოდ ჩაწერა სიმღერა Say Yes to Heaven, რომელიც 11 წლის წინ დაიწერა და ორი წელია  ინტერნეტსივრცეში აქტიურად ტრიალებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

მიკ ჯაგერი ტინა ტერნერს იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი