მიკ ჯაგერი ტინა ტერნერს იხსენებს

1985 წელს ჯაგერი და ტინა ტერნერი ლონდინის Wembley-ის სტადიონზე აუდირტორიის წინაშე ერთად წარდგნენ.
ფოტო: პოლ ნატკინი/WireImage

მუსიკალური ინდუსტრია ლეგენდარული მუსიკოსის, ტინა ტერნერის გარდაცვალებას მწუხარებით ეხმიანება. 24 მაისს ტერნერი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ამბის გავრცელების შემდეგ სოციალურ მედიაში მომღერლის გულშემატკივრებმა და კოლეგებმა გამოსათხოვარი პოსტები გაავრცელეს. ტერნერი განსაკუთრებულად გაიხსენა  The Rolling Stones -ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა, 

მიკ ჯაგერმა სოციალურ მედიაში ტერნერის ფოტოების სერია გამოაქვეყნა. „ძალიან დამამწუხრა ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრის, ტინა ტერნერის დაკარგვამ. იგი ნამდვილად განუზომლად ნიჭიერი მომღერალი და შემსრულებელი იყო. თბილი, მზრუნველი და მხიარული ადამიანი იყო. ტინა ბევრჯერ დამეხმარა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ამას არასდროს დავივიწყებ“ – აღნიშნა მიკ  ჯაგერმა პოსტის აღწერაში. 

1985 წელს ჯაგერი და ტინა ტერნერი ლონდინის Wembley-ის სტადიონზე აუდირტორიის წინაშე ერთად წარდგნენ. მუსიკოსებმა State of Shock და It’s Only Rock n’ Roll იმღერეს. ამავე სცენაზე  მათ სხვა ცნობილ არტისტებთან ერთად შეასრულეს ცნობილი სიმღერა – We Are the World. 

The Guardian-თან ინტერვიუში ტინა ტერნერმა გაამხილა, რომ მიკ ჯაგერით განსაკუთრებით მოხიბლული იყო მაშინ, როდესაც საკონცერტო ტურნეში ერთად მოგზაურობდნენ.

ნახეთ მიკ ჯაგერის პოსტი, რომელიც მან რინა ტერნერის ხსოვნას მიუძღვნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეის მამას მოსწონს, იყოს პირველი „ნეპო მამა”

შემდეგი სტატია

Hang Me, Oh Hang Me – ცნობილი სიმღერის განსხვავებული ვერსია SophiO-ს შესრულებით

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი