ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით საყვარელ მეგობარს, რომელმაც უდიდესი მუსიკალური შემოქმედება დაგვიტოვა.“
ფოტო: პოლ ნატკინი/Getty Images

საკულტო მუსიკოსი, რვა გრემის მფლობელი  ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები Billboard-თან მუსიკოსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 24 მაისს დაადასტურა. 

ტერნერის გარდაცვალების შესახებ განცხადება არტისტის ინსტაგრამის ანგარიშის მეშვეობითაც გავრცელდა. „მწუხარებით ვიუწყებით, რომ ტინა ტერნერი გარდაიცვალა. თავისი მუსიკით და სიცოცხლის სიყვარულით, მან მსოფლიოს გარშემო უამრავი გულშემატკივარი შეიძინა და მომავალი ვარსკვლავები შთააგონა. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით საყვარელ  მეგობარს, რომელმაც უდიდესი მუსიკალური შემოქმედება დაგვიტოვა. მის ოჯახს მთელი გულით თანავუგრძნობთ. ტინა, ჩვენ შენ ძალიან მოგვენატრები“ – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში. 

განცხადება ასევე გაავრცელა Warner Music-მა. „ყველა ჩვენგანი ძალია დამწუხრებული ვართ ერთადერთი და განუმეორებელი ტინა ტერნერის გარდაცვალების გამო. ის იყო საერთაშორისო ვარსკვლავი, რომელიც ცნობილი იყო თავისი დაუჯერებელი ხმითა და სტილით. ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია„ – აღნიშნულია  Warner Music-ის განცხადებაში. 

ტინა ტერნერმა ბოლო სტუდიური ალბომი სახელწოდებით Love Songs 2014 წელს გამოსცა. Ამის შემდეგ არტისტმა მუსიკალური სცენა მიატოვა. მისი მუსიკალური კარიერა 50 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ტერნერის შემოქმედებამ შთააგონა სხვადასხვა ჟანრის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯენის ჯოპლინი, ბიონსე და სხვა ცნობილი სახეები. 

1986 წელს ტინა ტერნერი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორიც გახდა.  I, Tina ასე ჰქვია მის ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელიც ვარსკვლავმა კურტ ლოდერთან ერთად დაწერა. წიგნში ტერნერმა საკუთარი ბავშვობა და წარმატების ადრეული პერიოდი აღწერა. ავტობიოგრაფიულ წიგნში მომღერალმა მკითხველს  თავის ქმართან მძიმე ურთიერთობის დეტალებიც გაუზიარა და ოჯახური ძალადობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ტერნერი 2013 წელს ერვინ ბახზე დაქორწინდა და შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონა სამერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის დეტალები: „ეს იყო გლოვისა და შვების მომგვრელი პროცესი ყველასთვის.”

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეის მამას მოსწონს, იყოს პირველი „ნეპო მამა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი