მაილი საირუსმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ სურს ტურნეს ფარგლებში კონცერტების გამართვა. საირუსმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირველად ინტერვიუში გააჟღერა, ამჯერად კი მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მიზეზებზე უფრო დეტალურად ისაუბრა,.
„უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ჩემს ფანებთან ახლა იმდენად დიდ კავშირს ვგრძნობ, როგორც არასდროს.“ აღნიშნულია პოსტში, რომელიც საირუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა. „მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე პირისპირ არ ვხედავ, ისინი ჩემს გულში არიან.“
„ამას ფანების დაუფასებლობასთან კავშირი არ აქვს“ – აღნიშნა ვარსკვლავმა. Საირუსის თქმით, არ არის მზად, მუსიკალური ტურნეს რეჟიმით იცხოვროს.
ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ალბომის Endless Summer Vacation-ის მხარდამჭერი ტურნეს დაწყებას არ აპირებს. საირუსმა სტადიონებზე გამართულ შოუებს „არაბუნებრივი“ მდგომარეობა უწოდა. მომღერლის თქმით, მას საკუთარი თავისთვის ცხოვრება სურს და არ უნდა, რომ გადაწყვეტილებები სხვისი სურვილების მიხედვით მიიღოს.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში კი არტისტმა დაამატა, რომ უბრალოდ არ სურს „მოძრავ ავტობუსში ეძინოს“. მომღერალმა ეს მდგომარეობა საკონცერტო ტურნეების თანმდევ, გარდაუვალი გარემოებად დაასახელა.
„ამ მომენტში ეს ჩემთვის საუკეთესო არჩევანი არ არის“ – აღნიშნა საირუსმა და გულშემატკივრებს მიმართა „მიყვარხართ სამუდამოდ“.
წაიკითხეთ მაილი საირუსის პოსტი:
A message from Miley ❤️ pic.twitter.com/zEIyxn8342
— Miley Cyrus (@MileyCyrus) May 24, 2023