„რესპუბლიკაში” ცნობილი გერმანული ჯგუფის – De-Phazz-ის კონცერტი გაიმართება

ბლუზი, ჯაზი, სოული, სვინგი, აფრიკული და ლათინო-ამერიკული რიტმი, გერმანული შლაგერი – ეს ის ჟანრობრივი ელემენტებია, რომლებსაც ჯგუფის კომპოზიციებში ვხვდებით.

3 ივნისს „რესპუბლიკაში” ქართველი მსმენელის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ჯგუფი, De-Phazz წარდგება. მუსიკალური კოლექტივი კონცერტს თავისი Farewell ტურის ფარგლებში მართავს. 

De-Phazz-ის მუსიკალური რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა. ბლუზი, ჯაზი, სოული, სვინგი, აფრიკული და ლათინო-ამერიკული რიტმი, გერმანული შლაგერი – ეს ის ჟანრობრივი ელემენტებია, რომლებსაც ჯგუფის კომპოზიციებში ვხვდებით. ელექტრონული ჟღერადობისა და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების სინთეზმა De-Phazz  ერთ-ერთ გამორჩეულ და დამახასიათებელი მუსიკალური ხელწერის მატარებელ პროექტად აქცია. 

De-Phazz 1997 წელს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში ჩამოყალიბდა. როგორც ჯგუფს ხშირად აღწერენ, დახვეწილი მუსიკალური სტილი, სოულის ტონალობები, ზომიერი ირონიისა და იუმორის შეგრძნება De-Phazz-ის უნიკალურობას განსაზღვრავს. ჯგუფის წარმატება მათი პირველი ნაბიჯებიდანვე დაიწყო.  De-Phazz-ის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Detunized Gravity გერმანიის მუსიკალური არხებისა და ინდუსტრიის მიმომხილველების რჩეულ ნამუშევრად იქცა. 

აღსანიშნავია De-Phazz -ის ცოცხალი შესრულებები, რომლებიც მუსიკალური ენერგიით და რითმით, აუდიტორიისათვის დასამახსოვრებელ გამოცდილებას ქმნის. 

De-Phazz-ის კონცერტი „რესპუბლიკაში” 3 ივნისს საღამოს 9 საათზე დაიწყება. მუსიკალური საღამოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე გაეცნოთ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმითი Anitta-სთან ერთად დუეტს ჩაწერს

შემდეგი სტატია

ნახეთ: HBO Max-მა სერიალ The Idol-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი