სემ სმითი Anitta-სთან ერთად დუეტს ჩაწერს

„Anitta–ს ენერგია გასაოცარია” – აღნიშნა ვარსკვლავმა.
სემ სმითი
Kristy Sparow/Getty Images

სემ სმითმა განაცხადა, რომ ბრაზილიელ მომღერალ Anitta-სთან ერთად ახალ სიმღერაზე მუშაობს. „ანიტას ენერგია გასაოცარია. ჩვენ შორის იმ წამსვე დამყარდა კავშირი და ეს თანამშრომლობა ისეთი განსაკუთრებული გახადა, რომ ნამდვილი მეგობრობა შედგა” – აღნიშნა სმითმა. 

Anitta-მ დაამატა, რომ ის მომავალში ისეთ სიმღერებზე მუშაობას გეგმავს, რომლებიც მის პიროვნებას წარმოაჩენს. „იმდენი გავაკეთე, რომ ხალხის ყურადღება უკვე მოვიპოვე. ახლა კი კარგი მომენტია, გამოვუშვა ალბომი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ისაა, რისიც მჯერა. ახლა როდესაც ხალხის ყურადღება მაქვს, უკვე შემიძლია ჩემი თავი ვიყო.”

Anitta არ არის ერთადერთი არტისტი, რომელთან დუეტიც სემ სმითმა დააანონსა. მომღერალმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომლითაც გულშემატკივარს მისი და მადონას თანამშრომლობის შესახებ აცნობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tamar – თაკო გაჩეჩილაძის მუსიკალური რებრენდინგი და საერთაშორისო სცენასთან დაკავშირებული გეგმები

შემდეგი სტატია

„რესპუბლიკაში” ცნობილი გერმანული ჯგუფის – De-Phazz-ის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი