Lizzo-ს თქმით ვინც „ბოდი შეიმინგის“ პროპაგანდას ეწევა ისინი მომღერალს სამყაროს აძულებენ

„დავიღალე მუდმივად ახსნა-განმარტებებით“ – წერს მომღერალი.
Lizzo 65-ე გრემის დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, კალიფორნია. ფოტო: ნელსონ ბერნარდი
Lizzo 65-ე გრემის დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, კალიფორნია. ფოტო: ნელსონ ბერნარდი

Lizzo-მ ტვიტერის სქრინი გააზიარა, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი გრემის გამარჯვებულ მომღერალს ცეკვის ვიდეოში დასცინის და მსუქანს უწოდებს. „უბრალოდ შევედი აპლიკაციაში და ეს ტექსტი დამხვდა, მსგავსი  კომენტარები ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე  ძალიან ბევრია“ – წერს Lizzo.

„ასეთი კომენტარები სამყაროსადმი სიძულვილს მიღვივებენ. ძალიან დავიღალე ახსნა-განმარტებებით, უბრალოდ მინდა ამ მდგომარეობიდან გამოვიდე და თავი შორს დავიჭირო იმ ადამიანებისგან, ვინც მე ასე მაკრიტიკებს.“

მომღერალი სიმღერაში About Damn Time გულწრფელად ლაპარაკობს იმის შესახებ თუ რა რაოდენობის შეურაცხყოფა მიიღო სოციალურ მედიაში. ნეგატიური მესიჯებისგან თავის ასარიდებლად  Lizzo-მ  Twitter დახურა. 

რამდენიმე კვირით ადრე  Lizzo-მ  TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა:„მას შემდეგ რაც წარმატებას მივაღწიე, ჩემს აღნაგობაზე ფიქრი უფრო სერიოზულად დავიწყე. ცეკვა და ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა, თუმცა მე არ ვცდილობ გამხდარი ვიყო.“ – თქვა მომღერალმა.

Lizzo-მ ოთხშაბათს გამოქვეყნებული Twitter-ის პოსტში წერს: „მინდა ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო. ასე გამოიყურება ჩემი სხეული მაშინაც კი როცა ჯანსაღად ვიკვებები და ვვარჯიშობ. თქვენ სიძულვილის ენით ლაპარაკობთ და არაფერი  იცით, ეს დამოკიდებულება უკვე ძალიან მაბრაზებს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg-მა Doggystyle-ის საიუბილეო კონცერტი სცენარისტების გაფიცვის გამო გადადო 

შემდეგი სტატია

გარდაცვალებიდან ერთი კვირის განმავლობაში ტინა ტერნერმა 40 მილიონი სტრიმი დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი