“ტვინი გამეთიშა“ – ასე შეაფასა ტეილორ სვიფტმა თავისი საქციელო., როდესაც ჩიკაგოში Soldier Field-ზე გამართული კონცერტის მსვლელობისას პატარა თაყვანისმცემლის სცენაზე აყვანა სცადა.
ტეილორ სვიფტის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში გამართული კონცერტები სამ საათზე დიდხანს გრძელდება რა დროსაც მომღერალი 40 სიმღერაზე მეტს ასრულებს. ამჯერად ჩიკაგოს კონცერტისას, როდესაც სვიფტი თავის ჰიტს – 22-ს ასრულებდა, მისი ყურადღება აუდიტორიაში მყოფმა გოგონამ მიიქცია.
სვიფტი სცენის კიდე მიუახლოვდა, დაიხარა და პატარა ფანს თავისი ქუდი დაახურა. შემდეგ ხელი გაუწოდა და სცენაზე აყვანა შესთავაზა. თუმცა, მომღერალმა მომენტალურად გაიაზრა ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ კი აღიარა, რომ დაუფიქრებლად მოიქცა და კვლავაც თავის მოცეკვავეებს შეუერთდა.
შემდეგი სიმღერის დაწყების წინ, სვიფტმა აუდიტორიას ამ სახალისო ინციდენტის შესახებ მოუყვა. „ის ისეთი საყვარელია, რომ უბრალოდ მომინდა, სცენაზე ამომეყვანა, ჩავხუტებოდი და სცენაზევე დამეტოვებინა. შემდეგ გავიაზრე, რომ მისი უსაფრთხოებისთვის საკმარის პირობებს ვერ ვუზრუნველვყოფდით.“ – თქვა მომღერალმა.
„ჩემი ტვინი თითქოს სრულიად გაითიშა“ – აღნიშნა პოპ ვარსკვლავმა. „იგი დაიბნა, მეც დავიბენი. ამიტომ თუ კიდევ ვინმე დაიბნა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბავშვი საოცარი იყო და უცაბედად მისი შოუს ნაწილად ქცევა მომინდა.“ – თქვა ტეილორ სვიფტმა ხუმრობით.
შემდეგ სვიფტმა თავის აუდიტორიას მიმართა – „ყველა ძალიან საყვარელი ხართ. შოუს მიმდინარეობისას თქვენზე სულ ამას ვფიქრობ. როდესაც თქვენთან თვალით კონტაქტს ვამყარებ, ვხედავ, როგორ ასრულებთ სიმღერებს. აუდიტორიაში არაერთი ემოციური შესრულების მაგალითები მხვდება. თქვენც შენიშნეთ? გაიხედავ გარშემო და გსურს, თითოეული ადამიანის საუკეთესო მეგობარი გახდე. დიახ, მეც ამას ვგრძნობ“ – თქვა ტეილორ სვიფტმა.
Ნახეთ ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია მომენტი, როცა ტეილორ სვიფტმა ახალგაზრდა თაყვანისმცემლის სცენაზე აყვანა სცადა:
🎥: Watching Taylor process that she can’t bring the little girl on stage is the funniest thing to me, haha. 😂 #ChicagoTSTheErasTour #TStheErasTour pic.twitter.com/FLvp53Nlib
— Taylor Swift & Harry Styles Updates (@haylorflorals) June 4, 2023