„სილქნეტი“ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის მხარდამჭერი და ფესტივალ Tbilisi Open Air-ის პარტნიორია

„Billboard-თან პარტნიორობით „სილქნეტმა“ საქართველო მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიასთან დააკავშირა. საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროსთან ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის“.


მუსიკალური ფესტივალები შოუ ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია, რომელიც მსმენელს არამხოლოდ საყვარელ არტისტებთან აკავშირებს, არამედ ხელს უწყობს ახალ მუსიკალურ აღმოჩენებს. დღეს, თანამედროვე მსმენელისთვის ფესტივალები მუსიკალური გამოცდილება და ცხოვრების სტილიც არის – ადგილი, სადაც მელომანები თანამოაზრეებს ხვდებიან, საკუთარ ინტერესებს და იდენტობას გამოხატავენ.

ბოლო წლებში საქართველოში საფესტივალო ინდუსტრია საგრძნობლად განვითარდა. თუკი თანამედროვე საფესტივალო კულტურის საწყისებზე ვისაუბრებთ, ერთ-ერთი პირველი Tbilisi Open Air გვახსენდება. წელს ფესტივალი გამორჩეული „ლაინაფით“ ბრუნდება და მსმენელს 23-25 ივნისს ტრადიციულად ​​Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე ეპატიჟება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფესტივალი არ არის მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება, სადაც სცენაზე ერთმანეთს ბენდები და არტისტები ენაცვლებიან – ეს ის ადგილია, რომელიც რამდენიმედღიან უწყვეტ თავგადასავალს ქმნის მსმენელისათვის და ყოველ ჯერზე, თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. წელს Tbilisi Open Air- ის ერთ-ერთი მხარდამჭერი „სილქნეტია“, რომელიც ინოვაციური ხედვებითა და მომხმარებელზე ზრუნვის სტრატეგიით გამოირჩევა და ფესტივალს მრავალფეროვან და სასიამოვნო გამოცდილებას შესთავაზებს. 

წელს უკვე მეხუთედ, „სილქნეტი“ წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის  წარმდგენია. ასევე, კომპანიის ციფრული ეკოსისტემის ნაწილია ისეთი ცნობილი მუსიკალური პლატფორმები, როგორიც არის მსოფლიო წამყვანი გლობალური სტრიმინგ სერვისი Deezer და გავლენიანი საერთაშორისო ჟურნალის Billboard-ის ოფიციალური ქართული წარმომადგენლობა. Tbilisi Open Air-თან თანამშრომლობა „სილქნეტისათვის“ მუსიკალური ინდუსტრიის ხელშეწყობის კიდევ ერთი მაგალითია.

 

„Billboard საქართველო“ ამ თანამშრომლობაზე კომპანია „სილქნეტის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, კატო ჯავახიშვილს ესაუბრა.

კატო ჯავახიშვილი:

„ვინც Silknet-ის ღირებულებებს იცნობს, მათ უკვე იციან, რომ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარება და სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერა, რომლებიც  ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე აისახება. ჩვენი თითოეული პროექტი ამ მიზანს ემსახურება და პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდა თაობის შემეცნებით და კულტურულ წინსვლასთან. ყველასათვის ცნობილია, რომ უკვე ხუთი წელია „სილქნეტი“ წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენია. ყოველწლიურად წინანდლის მამულში, ფესტივალის დღეებში, იკრიბებიან მსოფლიო კლასიკური მუსიკის უდიდესი ვარსკვლავები. კონცერტები 140-ზე მეტ ქვეყანაში შუქდება. ფესტივალმა შეძლო და თავისი მნიშვნელობითა და სტატუსით, რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება Tbilisi Open Air-ს, ის რეგიონში ალტერნატიულ მუსიკაზე ფოკუსირებული ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც წლებია თავის გარშემო ახალგაზრდა თაობას, დამწყებ და გამოცდილ არტისტებს უყრის თავს.”

ერთი წლის წინ, „სილქნეტის“ ციფრულ ეკოსისტემას, ლეგენდარული ამერიკული პლატფორმა Billboard შეუერთდა. ამ სიახლემ მსმენელისათვის მუსიკის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაზარდა, ქართველი არტისტებისა და მუსიკალური პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით ახალი შესაძლებლობები გააჩინა და მუსიკალურ ინდუსტრიაში მედიის როლი ახალი კონტექსტით წარმოაჩინა. სწორედ ეს აქტივობები და პროექტებია იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ „სილქნეტის“ ერთ-ერთი დიდი და ამბიციური მიზანია, ქართული კულტურა გლობალური სამყაროს ნაწილად აქციოს. ამ მიზანთან დაახლოებისათვის კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია Billboard-ის, როგორც დიდი ისტორიის მატარებელი საერთაშორისო მუსიკალური პლატფორმის საქართველოში შემოყვანა.

კატო ჯავახიშვილი:

„Billboard საქართველო“ საკულტო მედია ბრენდის სტანდარტებით ქმნის მასალებს ქართველ არტისტებზე, საქართველოში ჩატარებულ ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე. გარდა იმისა, რომ „სილქნეტის“ მომხმარებლებსა და ზოგადად მუსიკის მოყვარულებს სანდო მუსიკალურ ჩარტებთან წვდომის შესაძლებლობა ეძლევათ, პლატფორმაზე უკვე განთავსებულია ქართული უნიკალური კონტენტი და მიმდინარე სიახლეები. Billboard-თან პარტნიორობით, კომპანიამ  მსოფლიო მუსიკალურ  ინდუსტრიაში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია „სილქნეტის“ ძირითად ღირებულებებთან.“

რაც შეეხება უშუალოდ Tbilisi Open Air-თან თანამშრომლობას, „სილქნეტი“ თავის ეკოსისტემაში შემავალი პლატფორმების ერთიანობით, ფესტივალის ერთ-ერთი სტრატეგიული მხარდამჭერია. თავად Tbilisi Open Air ფესტივალთან ღირებულებების თანხვედრა აერთიანებს. როგორც კატო ჯავახიშვილი აღნიშნავს, რეგიონში Tbilisi Open Air-ის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ აუცილებელია მის მიმართ მეტად იყოს საერთაშორისო ყურადღება მომართული, რაშიც კომპანია საკუთარ როლს კარგად ხედავს და აცნობიერებს.

 კატო ჯავახიშვილი:

„ფესტივალი Tbilisi Open Air დროთა განმავლობაში გაფართოვდა და იქცა მუსიკალური კომუნიკაციისა და თავისუფლების გამოხატვის ერთგვარ პლატფორმად. მას ყოველწლიურად სხვადასხვა თაობის მსმენელი მოუთმენლად ელის. წელს კი, საერთაშორისო საზოგადოებას ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდი მიაწვდენს ხმას, როგორიც არის Billboard“

როგორც კატო ჯავახიშვილი „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, „სილქნეტი“ თავის როლს და პასუხისმგებლობას ადგილობრივი კულტურის, შემეცნების, სპორტის ინდუსტრიებში ხედავს. ამ ინდუსტრიების განვითარების გზა თანამედროვე  ტექნოლოგიებზე გადის. 

კატო ჯავახიშვილი:

„კომპანია „სილქნეტი“ ბაზარზე ინოვაციების დანერგვით და ციფრული პროდუქტების შეთავაზებით გამოირჩევა. სწორედ ტექნოლოგიებია ის ხიდი, რომელიც გვაზიარებს მსოფლიო კულტურასთან. ჩვენს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში ყოველთვის კონკრეტული  და დიდი მიზანი აქვს – ქვეყნის ცნობადობის ხელშეწყობა. აქამდე განხორციელებული ჩვენი ინიციატივები ამის დასტურია. Open Air -ს  საკმაოდ მყარი რეპუტაცია აქვს და  გვიხარია, რომ ფესტივალს წელს პირველად, როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი ვუერთდებით.“

„სილქნეტის“ და Tbilisi Open Air-ის პარტნიორობა ერთი მხრივ, პირდაპირ  ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით ფესტივალის უზრუნველყოფას გულისხმობს. მეორე მხრივ, კომპანია სტუმრებისათვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას გეგმავს, რისთვისაც  Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეები მოეწყობა.  

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება Tbilisi Open Air-ის და „სილქნეტის“ გრძელვადიანი, წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი.“ – ამბობს კატო ჯავახიშვილი.

Tbilisi Open Air  2023 წლის საფესტივალო სეზონს 23 ივნისს გახსნის. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი არაერთ საერთაშორისო ვარსკვლავს, გამორჩეულ ქართველ არტისტებსა, თუ ბენდებს ერთ სცენაზე წარადგენს. ტომ ოდელი, SHE PAST AWAY, KALEO, MODERAT – ეს იმ მსოფლიო არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც Tbilisi Open Air-ის აუდიტორია მოისმენს. რაც შეეხება ქართველ შემსრულებლებს, ფესტივალის მონაწილეებს შორის არიან BEDFORD FALLS, CIRCUS MIRCUS,  LUA, არა, 4D MONSTER LOBSTERS,  SKAZZ და სხვა უკვე კარგად ნაცნობი, თუ ე.წ. ნიუქამერი არტისტები. 

Tbilisi Open Air 2023-ის  ერთ-ერთი მედიაპარტნიორი „Billboard საქართველო“ , როგორც Silknet-ის ეკოსისტემის შემადგენელი პლატფორმა,  ფესტივალის მსვლელობისას სიახლეებსა და ვრცელ ინტერვიუებს შემოგთავაზებთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გარდაცვალებიდან ერთი კვირის განმავლობაში ტინა ტერნერმა 40 მილიონი სტრიმი დააგროვა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას სცენაზე პატარა ფანის აყვანა სცადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
მეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
მეტი

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი