1964: Eyes of the Storm – პოლ მაკარტნის ახალ წიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოები ერთიანდება

ფოტოები მაკარტნიმ 1963-1964 წლებში გადაიღო, როცა The Beatles მსოფლიო სენსაციად იქცა და მუსიკის ისტორია შეცვალა.
ფოტო: რინო პეტროსინო

13 ივნისს პოლ მაკარტნის წიგნი გამოვა. 1964: Eyes of the Storm ასე ჰქვია წიგნს და მასში გაერთიანებულია მაკარტნის მიერ გადაღებული The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოები. ფოტოარქივში ჯგუფის საკონცერტო ტურნეა აღბეჭდილი. 

წიგნი Amazon-ზე წინასწარი შეკვეთების სტატუსით 63.75 დოლარად იყიდება. პლატფორმის მონაცემების მიხედვით, 1964: Eyes of the Storm  უკვე გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია. ასევე ხელმისაწვდომი იქნება წიგნის ელექტრონული ვერსია, რომლის ფასიც 35.99 დოლარია. 

1964: Eyes of the Storm-ის აღწერის მიხედვით, “ფანები The Beatles-ის მუსიკალური მოღვაწეობის ამსახველ აქამდე უცნობ ვიზუალურ მასალას გაეცნობიან. ფოტოები მაკარტნიმ 1963-1964 წლებში გადაიღო – დროის იმ მონაკვეთში, როცა The Beatles მსოფლიო სენსაციად იქცა და მუსიკის ისტორია შეცვალა.“

არტ წიგნის ფორმატის კრებული  275 ფოტოს აერთიანებს. ლონდონი, ლივერპული, პარიზი, ნიუ იორკი, ვაშინგტონი და მაიამი – ეს ის ექვსი ქალაქია, რომლებშიც პოლ მაკარტნი თავისი ჯგუფის მუსიკალურ მოგზაურობას აღბეჭდავდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kiosk Ruleta-ს ექსპერიმენტული კონცერტი „ჰარაკში“

შემდეგი სტატია

ქართულმა კომპანია POSTRED-მა სერიალ The Idol-ის შექმნაზე იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი