LOUDspeakers-ის სიმღერას –  In This World პლატფორმა Youtube-ზე მილიონი ნახვა აქვს

ტრეკი შესულია ჯგუფის სადებიუტო ალბომში სახელწოდებით Lighthouse, რომელიც 2015 წელს გამოიცა.


ჯგუფ LOUDspeakers-ის სიმღერამ სახელწოდებით In This World ვიდეოების გაზიარების პლატფორმა Youtube-ზე მილიონ ნახვას გადააჭარბა. ტრეკი შესულია ჯგუფის სადებიუტო ალბომში სახელწოდებით Lighthouse, რომელიც 2015 წელს გამოიცა. 

ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers -ის ვოკალისტი:

„როდესაც არტისტი საკუთარი შემოქმედების საჯაროდ გამოტანას იწყებს, ცხადია მისთვის მნიშვნელოვანია აუდიტორიის შეფასებები და შესაბამისად მოსმენების და  გაზიარების რიცხვი დიდ როლს ასრულებს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის, რომ მთლიანად ალბომი Lighthouse ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მის შექმნაში არაერთი ადამიანის დიდი შრომაა ჩადებული, განსაკუთრებით ჩვენს პროდიუსერს, გიორგი გვარჯალაძეს, რადგან Lighthouse სწორედ მის მიერ ჩაიწერა.“

აღსანიშნავია, რომ  In This World ამ ალბომის მეორე სიმღერაა, რომელიც Youtube-ზე ნახვებით მილიონიან ნიშნულს გადასცდა – ამ დროისათვის 11 მილიონი ნახვა აქვს LOUDspeakers-ის ტრეკს, სახელწოდებით World In My Eyes. 

LOUDspeakers  2009 წელს შეიქმნა. ჯგუფის ჟანრობრივი მიმართულება ალტერნატიული ინდი როკია. მსმენელის დიდი აუდიტორიის წინაშე ჯგუფის დებიუტი  2010 წელს Altervision/Newcomers-ზე შედგა. მას შემდეგ LOUDspeakers ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ბენდია. 

LOUDspeakers-ის ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ვოკალი – ლევან ლაუდაძე, კლავიში – სანდრო წიკლაური, ბასი – ლევან მამალაძე და დრამი – გიორგი ბულბულაშვილი.

მოუსმინეთ ჯგუფ LOUDspeakers-ის სიმღერას, სახელწოდებით  In This World:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა Pfizer-ის რეკლამაში მონაწილეობს

შემდეგი სტატია

Doja Cat-მა ახალი სინგლი  Attention და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი