Kaleo და Rejjie Snow Tbilisi Open Air-ის სცენაზე – მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვა

„Billboard საქართველოს“ საშუალება მიეცა ორივე ჰედლაინერს გასაუბრებოდა. თუმცა სანამ არტისტების ვრცელ ინტერვიუებს გაგიზიარებთ, გთავაზობთ Tbilisi Open Air-ის მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვას.
Rejjie Snow

24 ივნისს Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე  Tbilisi Open Air-ის მეორე საფესტივალო დღე გაიმართა. ამ დღეს სცენაზე მსმენელმა ჰედლაინერებად ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავები იხილა, როგორებიც ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow და ისლანდიური ბენდი Kaleo არიან. „Billboard საქართველოს“ საშუალება მიეცა ორივე ჰედლაინერს გასაუბრებოდა. თუმცა სანამ არტისტების ვრცელ ინტერვიუებს გაგიზიარებთ, გთავაზობთ  Tbilisi Open Air-ის  მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვას, რომელიც არამხოლოდ უცხოელი არტისტების შემადგენლობით, არამედ ქართველი შემსრულებლების ლაინაფითაც საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოაჩნდა. 

Kaleo

ფესტივალის მთავარი სცენა ტრადიციულად საღამოს 7 საათზე გაიხსნა და პირველ გამომსვლელად სცენაზე LUA წარდგა. ახლახან არტისტმა EP გამოსცა და სწორედ Tbilisi Open Air-ის დიდი სცენა აღმოჩნდა ის ადგილი, საიდანაც მუსიკოსმა თავისი ახალი ნამუშევრები, უკვე ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად დიდი აუდიტორიას ცოცხლად წარუდგინა.   LUA-ს გამოსვლა ერთგვარად ქალების მხარდაჭერის განაცხადი იყო რადგან მუსიკოსის ბენდი ძირითადად ქალი მუსიკოსებისაგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ LUA-ს  გამოსვლა პოლიტიკური კონტექსტის  გზავნილებითაც გამოირჩეოდა – მუსიკოსმა მხარი დაუჭირა კინოცენტრის დამოუკიდებლობას და ქვეყანაში მიმდინარეო პროცესებს გამოეხმაურა. 

Lua

განსაკუთრებული იყო Tbilisi Open Air-ის მეორე დღის კიდევე ერთი მონაწილე, რომელიც გამომსვლელი არტისტების სიას ფესტივალის პროგრამის დაანონსების შემდეგ დაემატა. სცენაზე LUNA FLOWERS & SABANA წარდგნენ, რომლებმაც სულ ახლახან გამოცემული ალბომი  – Temple Pharmacy წარადგინეს. ალბომი 13 ივნისს გამოქვეყნდა, Tbilisi Open Air-ზე კი აუდიტორიამ კარგად ნაცნობი არტისტების ახალი ნამუშევარი ცოცხალი შესრულებით მოისმინა. აღსანიშნავია, რომ  LUNA FLOWERS-ს და საბანას უწინდელი კოლაბორაციები იმ პროექტებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ფესტივალებსა და თუ კონცერტებზე აუდიტორიაში განსაკუთრებულ ენერგეტიკას ქმნიდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, მათი ახალი ერთობლივი ნამუშევრის ცოცხლად მოსმენამ Tbilisi Open Air-ის სტუმრებისათვის გამორჩეული  მუსიკალური გამოცდილება შექმნა.

LUNA FLOWERS


ამის შემდეგ ფესტივალის სცენაზე  CIRCUS MIRCUS გამოვიდა. ბენდის ფრონტმენი ნიკა კოჩაროვია, რომელიც Tbilisi Open Air-ის მონაწილე არაერთხელ ყოფილა. როგორც ნიკა კოჩაროვმა აღნიშნა, მისთვის Tbilisi Open Air-ზე მონაწილეობას ყოველთვის  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გარდა მისი ისტორიისა და მასშტაბებისა, ფესტივალი ჟანრობრივად მუსიკოსის შემოქმედებასთან ყველაზე ახლოა.

Circus Circus

ნიკა კოჩაროვი:

„Tbilisi Open Air-ს ჟანრობრივი მიმართულებიდან გამომდინარე ჩვენი აუდიტორია ესწრება. სხვადასხვა  ფესტივალზეც  დაგვიკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე და მაინც იგრძნობა, რომ სხვა მსმენელია, Tbilisi Open Air-ზე კი  სახლში ვართ.“

ამის შემდეგ მთავარი სცენა 24 ივნისის საფესტივალო დღის საერთაშორისო შემსრულებლებს დაეთმო და სცენაზე ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow გამოვიდა. Rejjie Snow მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. მან ინდუსტრიის ყურადღება გლობალური მასშტაბით მიიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპი ძირითადად ამერიკულ მუსიკალურ კულტურასთან ასოცირდება, Rejjie Snow-მ საკუთარი თავის დამკვიდრება ჟანრის წამყვანი სახეების გვერდით შეძლო. „Billboard საქართველოს“ შესაძლებლობა მიეცა არტისტთან ვიდეო ინტერვიუ ჩაეწერა. აღსანიშნავია, რომ ეს ინტერვიუ არტისტებს შორის საუბარი იყო, რადგან  „Billboard საქართველოს“ წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ქართული მუსიკალური სცენის ახალი თაობის წარმომადგენელი არტისტი DEENA (ელენე გიგანი) იყო. 

Rejjie Snow:

„ფესტივალებზე და სოლო კონცერტებზე გამოსვლა, ჩემთვის როგორც არტისტისთვის განსხვავებული გამოცდილებაა, რადგან ფესტივალზე მონაწილეობა ერთგვარი გამოწვევაა. ფესტივალის აუდიტორიაში არის მსმენელის ნაწილი, რომელსაც შენი მუსიკა არ აინტერესებს და ამას სცენიდანაც აღიქვამ. [პერფორმანსმა] შესაძლოა კარგადაც ჩაიაროს და ცუდადაც, თუმცა ეს ჩემთვის საინტერესოც არის, რადგან გამოწვევაა.“

Rejjie Snow

Rejjie Snow-სთან ინტერვიუ ჯერ კიდევ კონცერტამდე ჩაიწერა. ამჯერად პერფორმანსმა კარგად ჩაიარა, რადგან აღმოჩნდა, რომ Tbilisi Open Air-ის მრავალრიცხოვანი აუდიტორია ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტის შემოქმედებას კარგად იცნობდა. ალბათ სწორედ მსმენელის დამოკიდებულებამ და უკუკავშირმა განსაზღვრა ის, რომ მუსიკოსმა საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 

Tbilisi Open Air-ის მეორე საფესტივალო დღის მთავარი სცენა ირლანდიურმა ჯგუფმა Kaleo-მ დახურა. Kaleo-ს ცოცხალი შესრულების ენერგეტიკა და ჟანრობრივი მიმართულებამ საფესტივალო ატმოსფეროსათვის ზუსტად შერჩეული  დასკვნითი ნაწილი აღმოჩნდა. სცენაზე გასვლის წინ ბენდ ფრონტმენს  Jökull Júlíusson-ს შევხვდით და მასთან მოკლე ინტერვიუ ჩავწერეთ. ისლანდიელი არტისტებს მუსიკალურ ინდუსტრიაში თავისი უნიკალური ადგილი აქვთ. მათ შემოქმედებაში არაორდინალური სახელოვნებო ხედვა ყოველთვის იგრძნობა. ჩვენი კითხვა სწორედ ისლანდიელი არტისტების გამორჩეულ მუსიკალურ ხელწერას ეხებოდა. 

 Jökull Júlíusson:

„ჩემთვის ისლანდიელი მუსიკოსები სხვებისაგან განსხვავდებიან. ჩვენ ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკას ვქმნით.  ის აერთიანებს როგორც ფოლკს, ასევე ბლუზს, როკს, ქანთრის. ისლანდიელი მუსიკოსებისათვის დამახასიათებელია ის, რომ არ უშინდებიან სიახლეებს და ექსპერიმენტებს.“ 

 Jökull Júlíusson

Kaleo მუსიკალურ სცენაზე 2012 წელს გამოჩნდა და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით ცნობილ ჰიტად იქცა მათი 2015 წლის კომპოზიცია სახელწოდებით Way Down We Go, რომელმაც Kaleo-ს შემოქმედებით სხვადასხვა ჟანრის მსმენელი დააინტერესა. 

„ჩვენი მსმენელი ასაკობრივად მრავალფეროვანია. ვფიქრობ ეს ბენდისთვის საკმაოდ კარგია და ძალიან გვახარებს, რომ სხვადასხვა თაობას შეგვიძლია მივწვდეთ.“ –  Jökull Júlíusson. 

Tbilisi Open Air 2023 დღეს, 25 ივნისს დასრულდება. ფინალურ დღეს სცენაზე ცნობილი ჯგუფი Moderat წარდგება. სწორედ ის დახურავს ფესტივალს, რომელიც მსმენელს 2024 წლის ზაფხულამდე დაემშვიდობება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tom Odell

Tbilisi Open Air 2023 – პირველი დღე

შემდეგი სტატია

ფესტივალი „თბილისი-რიტმი” 2023

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი