დაიანა როსი 79 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

The Music Legacy Tour-ის ფარგლებში მსოფლიო ლეგენდამ ერთგული ფანებისთვის ცნობილი სიმღერები შეასრულა.
ფოტო: ლიონ ნილი


საკულტო მუსიკოსმა დაიანა როსმა, რომელიც 60 წელია Billboard-ის ჩარტებშია, The Music Legacy Tour-ის ფარგლებში კონცერტი Radio City Music Hall-ში გამართა. 79 როსმა დაამტკიცა, რომ დღესაც შესანიშნავ ფორმაშია. მან რამდენიმე სიმღერის მონაკვეთები ბენდის მინიმალური მხარდაჭერითა და ბექ-ვოკალის გარეშე შეასრულა.

„ხომ იცით, რომ 79 წლის ვარ,” – მიმართა როსმა მაყურებელს. „ეს კონცერტი აუდიტორიის მონაწილეობაა და არა ტელევიზორი, რომლის ეკრანსაც უბრალოდ უყურებ.”

კონცერტზე როსმა ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერი სიმღერა Ain’t No Mountain High Enough შეასრულა. ასევე მისი კლასიკად ქცეული ოთხი კომპოზიცია – Come See About Me, Reflections, You Can’t Hurry Love და Love Child. გარდა მსოფლიო ჰიტებისა, როსმა ისეთი სიმღერებიც შეასრულა, რომლებიც, როგორც წესი, ტურნეების რეპერტუარში არ შედის. მან სამი კომპოზიცია იმღერა ფილმიდან Lady Sings the Blues და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ მიიღო ბილი ჰოლიდეის როლის შესრულებისთვის ოსკარის ნომინაცია. 

Როსმა მაყურებელს პანდემიის პერიოდში მისი ცხოვრების შესახებაც უამბო და მოუყვა, თუ როგორ გადაწყვიტა მისი 2021 წლის ალბომის Thank You-ს ჩაწერა. „ვიფიქრე: „თუ გარეთ სიარული არ შემიძლია, თუ თქვენ ამიკრძალავთ სიარულს, თქვენს ნახვას და გამარჯობის თქმას, მაშინ, იქნებ, სტუდიაში წავიდე და ახალი სიმღერები ჩავწერო”. და ასე გავაკეთეთ ახალი ალბომი, რომელიც თითოეულ თქვენგანს გეძღვნებათ. ეს მადლიერებაზეა. ალბომის სახელწოდებაც არის Thank You. მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მივმხვდარიყავი, რა არის მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში და შევამჩნიე, რომ ძალიან ცოტა მჭირდება იმისთივს, რომ ბედნიერი ვიყო: მე უბრალოდ თქვენთან ერთად ყოფნა და ჯანმრთელობა მჭირდებოდა.. იმ დროს ჩვენ ყველანი ერთ მდგომარეობაში ვიყავით და ჩვენს მომავალზე ვფიქრობდით.”

The Music Legacy Tour-ის ფარგლებში დაიანა Როსი კიდევ ორ კონცერტს გამართავს აშშ-ში და შემდეგ ევროპაში გაემგზავრება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mono Hall-მა თბილისის სეზონი Chet Faker-ის Dj სეტით დახურა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ფანმა კონცერტზე დასწრებისას თავისი ვინაობა დამალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი