Coldplay-ის კონცერტის მსვლელობისას ბენდს სცენაზე როჯერ ფედერერი შეუერთდა

სცენაზე გამოჩენის შემდეგ, როჯერ ფედერერი თავისი მშობლიური ქვეყნის მოქალაქეებს მიესალმა.
ფოტო: ჯორდი ვიდალი

Coldplay მსოფლიო საკონცერტო ტურნეს, სახელწოდებით Music of the Spheres ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შოუებს მართავს. ტურნეს განმავლობაში ბენდმა სცენაზე არაერთი სტუმარი მიიწვია, მათ შორის არიან ქრეიგ დევიდი, ბრიუს სპრინგსტინი და სხვა ცნობილი სახეები. 

კვირას ციურიხში Letzigrund-ის სტადიონზე გამართული შოუს Coldplay-მ სცენაზე ჩოგბურთის ვარსკვლავი როჯერ ფედერერი წარადგინა. ფედერერი ბენდს 2000 წელს გაცემული სადებიუტო ალბომში შესული სიმღერის, Don’t Panic-ის განსხვავებული ვერსიის შესრულებისას შეუერთდა. სცენაზე გამოჩენის შემდეგ, როჯერ ფედერერი თავისი მშობლიური ქვეყნის მოქალაქეებს მიესალმა. 

როჯერ  ფედერერის სცენაზე გამოსვლის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ინტერნეტში გავრცელდა. თავად როჯერ ფედერერმა კი კულისებში გადაღებული ფოტო გაავრცელა.

რაც შეეხება Music of the Spheres, საკონცერტურნეს შემდეგ კონცერტს Coldplay 5 ივლისს კოპენჰაგენში გამართავს.

ნახეთ Coldplay-ის კონცერტის მსვლელობისას  როჯერ ფედერერის გამოჩენის ამსახველი პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტვიტერმა პოსტების ნახვის რაოდენობა შეზღუდა

შემდეგი სტატია

რიანამ Spotify-ის რეკორდი მოხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი