რიანამ Spotify-ის რეკორდი მოხსნა

რიანა გახდა პირველი ქალი არტისტი, რომლის 10 სიმღერას 1 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს.
ფოტო: დენის ლოიპოლდი


მიუხედავად იმისა, რომ რიანა მუსიკალურ კარიერაში არ აქტიურობს, ის ამ ინდუსტრიის უდიდესი ვარსკვლავის სტატუსს უცვლელად ინარჩუნებს. ახლახან რიანამ Spotify-ის რეკორდი დაამყარა. 1-ლ ივლისს რიანა გახდა პირველი ქალი არტისტი, რომლის 10 სიმღერას 1 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს. თავდაპირველად ეს სიახლე თავად არტისტმა ინსტაგრამის მეშვეობით გააზიარა, მოგვიანებით კი რეკორდული მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია Spotify-მ ოფიციალურად დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ქალ არტისტებთან მიმართებით მსგავსი შედეგი Spotify-ის არსებობის განმავლობაში არავის დაუფიქსირებია. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რიანას ახალი ალბომი 2016 წლის შემდეგ არ გამოუცია. ამ დეტალზე ყურადღება თავად რიანამაც გაამახვილა და პოსტის აღწერაში შემდეგი სიტყვები მიუთითა –  “wit no new album… lemme talk my s–t!”.

2016 წლის ალბომი სახელწოდებით Anti  Billboard 200-ის ჩარტების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბოლო რამდენიმე თვეა რიანა პერიოდულად ბრუნდება მუსიკალურ სცენაზე, თუმცა ეს დაბრუნება მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათისაა. 2022 წლის მიწურულს ვარსკვლავმა გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით Lift Me Up, რომელიც ფილმ Black Panther: Wakanda Forever-ის საუნდტრეკია. სიმღერამ Billboard Hot 100-ის ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა და მალევე ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტის სტატუსიც მოიპოვა. 2023 წლის დასაწყისში კი რიანა  Super Bowl Halftime Show-ზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარდგა. სწორედ ამ შოუს დროს, ვარსკვლავმა თავისი მეორე ორსულობის შესახებ გაამხილა. 

რაც შეეხება სიმღერებს, რომლებმაც Spotify-ის რეკორდი მოხსნეს და მილიარდზე მეტი სტრიმი დააგროვეს, არის: Diamonds, We Found Love, Love on the Brain, Stay, This Is What You Came For, Needed Me, Four Five Seconds, Work, Umbrella და Love the Way You Lie. 


ნახეთ რიანას და Spotify-ის პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay-ის კონცერტის მსვლელობისას ბენდს სცენაზე როჯერ ფედერერი შეუერთდა

შემდეგი სტატია

ისლანდიური ბენდის მსოფლიო აღიარება – ინტერვიუ Kaleo-სთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი