20 წლის ასაკში ოლივია როდრიგო მუსიკალური ინდუსტრიის შემდგარი ვარსკვლავია. ახლახან მომღერლის ფოტო Vogue-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა. ჟურნალმა პოპ ვარსკვლავთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, რომელშიც როდრიგომ თავის შემოქმედებაზე და დაანონსებულ ალბომზე ისაუბრა. GUTS – ასე ჰქვია არტისტის რიგით მეორე სტუდიური ალბომს და ის 2023 წლის 8 სექტემბერს გამოიცემა.
ინტერვიუ ნიუ იორკში ჩაიწერა და როგორც Vogue-ის ავტორი აღნიშნავს, ეს მომღერლის ნიუ იორკული ეტაპის დასაწყისია, რამდენადაც ოლივია როდრიგო ახლახან მშობლიური კალიფორნიიდან სწორედ შეერთებული შტატების ყველაზე ხმაურიან ქალაქში გადავიდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში როდრიგო თავის დაანონსებულ ალბომზე მუშაობდა.
როგორც ოლივია როდრიგო ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ალბომი მარცხსა და შეცდომებს ეხება, ხოლო იმისათვის, რომ მსმენელებმა არტისტს უკეთ გაუგონ, მთლიან ალბომს უნდა მოუსმინონ.
როდრიგოს პროდიუსერი და სიმღერების თანაავტორი, დენ ნიგრომ აღნიშნა, რომ ოლივია იმ არტისტების რიგებს მიეკუთვნება, რომლებშიც ნაპერწკალი თავიდანვე ჩანდა. სიმღერებზე საუბრისას ნიგრო აღნიშნავს, რომ ეს კომპოზიციები აღწერს „თუ როგორია იყო 20 წლის. როცა ვნებათაღელვით და სურვილებით ხარ სავსე, გინდა მუდამ ლამაზად აღგიქვამდნენ და სხვების აღქმების გამო ბრაზდები“.
დენ ნიგროს შეფასებით, მუსიკალურ შემომეწოდებინა ოლივია საკუთარ თავს გულწრფელად გამოხატავს. პროდიუსერმა ასევე გაამხილა, რომ მომღერლის საყვარელი ვარსკვლავი ბრიუს სპრინგსტინია.
ახალი ალბომის დახასიათებისას კი, მიგრომ აღნიშნა, რომ GUTS ოლივია როდრიგოს სადებიუტო ალბომის Sour-ის მელანქოლიური განწყობისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ნახეთ ოლივია როდრუგოს ფოტოები, რომლებიც Vogue-მა გამოაქვეყნა: