შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი იწყება

ფესტივალი 28 ივლისს გაიხსნება და 30 ივლისს დაიხურება.
Black Sea Jazz Festival


28-30 ივლისს, „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის შემადგენლობა წელს ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს აერთიანებს. 28 ივლისს ფესტივალს ქართული ჯგუფი  BEDFORD FALLS გახსნის, ამავე დღეს მსმენელის წინაშე წარდგება მუსიკალური ჯგუფი SOUL TRAIN, რომელიც აუდიტორიას ინტერაქციულ და ენერგიულ პერფორმანსს ჰპირდება. 29 ივლისის საფესტივალო დღის ჰედლაინერი შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა, რადგან აუდიტორია სცენაზე ცნობილ ამერიკელ მუსიკოსს მარკუს მილერს იხილავს. მარკუს მილერი ბათუმს 2023 წლის ევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ წელს მარკუს მილერი მსმენელის წინაშე განახლებული ბენდით წარდგება. მუსიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბენდის შემადგენლობაზე და აღნიშნავს, რომ მუსიკალური კოლექტივის თითოეული წევრი, მათი შემოქმედებითი ნიჭიდან გამომდინარე  სულ მალე მსოფლიო ვარსკვლავი გახდება.  30 ივლისს, შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალის დასკვნითი დღის მონაწილე კი BROOKLYN FUNK ESSENTIALS არის, რომელიც აუდიტორიას განსაკუთრებულ ენერგიულ მუსიკას შესთავაზებს. 

წლევანდელი ფესტივალის დეტალებთან დაკავშირებით „Billboard საქართველო“ ფესტივალის თანადამფუძნებელი გიორგი კერესელიძეს ესაუბრა. 

გიორგი კერესელიძე:

 „შავი ზღვის  ჯაზ ფესტივალი საკმაოდ მნიშვნელოვან მუსიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი მსმენელი ელოდება. წელს განსაკუთრებული სიახლე გვაქვს –  ფესტივალი ახალ ლოკაციაზე ტარდება. ეს არის საკმაოდ დიდი ვენიუ –  „სთეიჯ 17“,  რომელიც საშუალებას იძლევა, რომ უამინდობამ მსმენელს დისკომფორტი არ შეუქმნას. სივრცე აღჭურვილია უახლესი აპარატურით – განათებით, გახმოვანებით, ლედ ეკრანებით. ეს რესურსი მსმენელისათვის სრულყოფილ მუსიკალურ გამოცდილებას განაპირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ვენიუ და მასში აუდიტორიის განლაგება ღონისძიების ხასიათისა და კონცეფციის მიხედვით ტრანსფორმირდება.“

მარკუს მილერი. ფოტო: ფაბრის კოფრინი/ Billboard

როგორც გიორგი კერესელიძე აღნიშნავს, ორგანიზატორებისათვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჰედლაინერებს შორის ქართული ბენდია –  ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ თანამედროვე მუსიკალური სცენა ვითარდება და არიან ისეთი ბენდები, რომლებიც საშემსრულებლო ხარისხით, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ისთერნ ფრომოუშენსის“ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჯაზ ფესტივალების სერია იგეგმება. როგორც ამ ფესტივალის ერთგული მსმენელისათვის ცნობილია, ამჟამად ჯაზ ფესტივალი სხვადასხვა სეზონის მიხედვით თბილისში, კახეთსა და ბათუმში იმართება. თუმცა Billboard საქართველოსთან საუბრისას გიორგი კერესელიძემ მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. „ისთერნ ფრომოუშენსის“ ჯაზ ფესტივალების სერიას ზამთრის სეზონიც ემატება. Winter Jazz – ასე ერქმევა ზამთრის ჯაზ ფესტივალს და ის ზამთრის სხვადასხვა კურორტზე ჩატარდება. 

რაც შეეხება ზღვის ჯაზ ფესტივალს, ის ამ სერიაში ჩატარების ლოკაციით, სეზონითა და მუსიკალური კონცეფციით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს . 

გიორგი კერესელიძე:

„პროგრამა და ფესტივალის ხასიათი ყოველთვის საგანგებოდ არის შერჩეული. ვინაიდან ზაფხული დასვენების და გართობის სეზონია, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალიც განსაკუთრებით ენერგიული მუსიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. ეს ტრადიცია წელსაც არ დავარღვიეთ. ასევე აღსანიშნავია ღამის მუსიკალური საღამოები,  რომლებიც ფესტივალის ფარგლებში Iveria Beach-ის ტერიტორიაზე გაიმართება. აქ მსმენელს სპეციალურად მოწყობილი სცენა და საკმაოდ დიდი სივრცე დახვდება. ღამის ღონისძიებების ყველაზე გამორჩეული ნაწილი ე.წ. ჯემ სეიშენებია, რომელშიც ფესტივალზე გამომსვლელი ბენდების წევრები იღებენ მონაწილეობას. ეს მუსიკა ექსპრომტად სრულდება, ამიტომ მსმენელს მრავალი სიურპრიზი ელის.“

შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალის შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტეილორ სვიფტის შემოქმედება განცხადების ინსპირაციად აქცია

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსის მემუარები – The Woman in Me 2023 წლის შემოდგომაზე გამოიცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი