ახალგაზრდა მუსიკოსმა, მარიამ უსანეთაშვილმა პროექტი Usa და სადებიუტო სინგლი Future Arc წარადგინა

მუსიკოსის თქმით, უახლოეს მომავალში მისი გეგმები EP-ის გამოცემას უკავშირდება.
ფოტო: მარიამ უსანეთაშვილი


Usa ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი პროექტია, რომელიც ქართველმა  მუსიკოსმა და ვოკალისტმა, მარიამ უსანეთაშვილმა სადებიუტო სინგლით, სახელწოდებით Future Arc წარადგინა. მუსიკალური პროექტის ჟანრობრივი კონცეფცია მრავალფეროვანია და აერთიანებს ისეთ ელემენტებს, როგორიც არის ნეო-სოული, ბლუზი, ჯაზი, ინდი, R&B.  

მარიამი 19 წლისაა და ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯაზის ხელოვნების სპეციალობით ვოკალის განხრით სწავლობს. 

როგორც მარიამ უსანეთაშვილი „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას ამბობს მუსიკის წერა მისთვის საკუთარი ემოციების  და გარესამყაროს მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის საშუალებაა.

მარიამ უსანეთაშვილი. ფოტო: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

„მუსიკის მიმართ სიყვარული ყოველთვის მქონდა. ბავშვობიდან ვმღერი. სიმღერების წერა 14 წლის ასაკში დავიწყე, პირველი სიმღერა – Future Arc, რომელიც ახლა გამოვეცი 2 წლის წინ დავწერე. კომპოზიციის ტექსტი და ფროდაქშენი მთლიანად ჩემია, მასტერინგში კი მეგობარი ლადი მედულაშვილი დამეხმარა. ეს სიმღერა ერთგვარი შინაგანი დიალოგია.“

მუსიკოსის თქმით, უახლოეს მომავალში მისი გეგმები EP-ის გამოცემას უკავშირდება. 

მოუსმინეთ Usa-ს კომპოზიციას სახელწოდებით – Future Arc:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

On The Road- გერმანიაში Rockweise – ფესტივალზე

შემდეგი სტატია

Mechanical Rainbow-ს ფერადი მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი