ქართულმა მუსიკალურმა კომპანია Bloom Music-მა Sony Music Publishing-თან და Extreme Music-თან ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო

Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა სინქრონიზაციის უფლებას მოიცავს. ეს ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ლიცენზია აიღონ და თავისი პროექტებისთვის სასურველი მუსიკა უდიდესი მუსიკის კატალოგებიდან შეარჩიონ.
თევდორე მაყაშვილი, მირიან კულულაშვილი, ჯაბა შავიშვილი/Bloom Music.

Bloom Music ქართული მუსიკალური კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა და ისეთ სერვისებზეა ფოკუსირებული, როგორიც არის არტისტ მენეჯმენტი, მუსიკის ციფრული დისტრიბუცია და მუსიკის სინქრონიზაცია. Bloom Music ამჟამად სრული მოცულობით თანამშრომლობს ქართული მუსიკალური სცენის სამ წამყვან პროექტთან, ესენია: Killages, ერეკლე დეისაძე და Eko & Vinda Folio. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის სერვისის მეშვეობით 100-ზე მეტმა ქართველმა მუსიკოსმა საკუთარი შემოქმედების ციფრული დისტრიბუცია 60-ზე მეტ მუსიკალურ პლატფორმაზე შეძლო.

ახლახან Bloom Music-მა მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელა. კომპანია მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური გამომცემლის – Sony Music Publishing-ის და გავლენიანი სპეციალიზებული კომპანიის – Extreme Music-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა. Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა სინქრონიზაციის უფლებას მოიცავს. ეს  ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ლიცენზია აიღონ და თავისი პროექტებისთვის სასურველი მუსიკა უდიდესი მუსიკის კატალოგებიდან შეარჩიონ. 

მირიან კულულაშვილი, Bloom Music-ის დირექტორი:

“Sony Music Publishing-თან ჩვენი პარტნიორობა ქართული მუსიკალური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ასეთი დონის კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც სარეკლამო, თუ სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობენ, ასევე ქართველ შემოქმედებსაც. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აამაღლებს საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერებას და გააჯანსაღებს ადგილობრივ მუსიკალურ ეკოსისტემას.“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mechanical Rainbow-ს ფერადი მუსიკა

შემდეგი სტატია

ადამიანი∞სამყარო – ბელგიაში მოღვაწე ქართველი არტისტის კოსმოსური მუსიკალური პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი