FKJ – ფრანგი მულტი-ინსტრუმენტალისტი არტისტი, ცოცხალი შესრულების გამორჩეული მანერით

FKJ მსოფლიო აუდიტორიამ 2017 წელს გაიცნო, როდესაც არტისტმა კომპოზიცია Tadow გამოუშვა. ამ ნამუშევარმა არტისტის შესრულების დამახასიათებელი მანერა და მისი მუსიკალური ნიჭი კარგად აჩვენა.
FKJ ფოტო: ჯეკ მაკკეინი

6 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage-ზე ფრანგი მუსიკოსის და მულტი-ინსტრუმენტალისტის FKJ-ის კონცერტი გაიმართება. 

მრავალფეროვანი ელექტრონული მუსიკის სამყაროში ფრანგი არტისტი FKJ (French Kiwi Juice) გამორჩეულ ადგილს იკავებს. მისი მუსიკალური ჟღერადობა აერთიანებს ნიუ-ჯაზის, სოულის, როკის, ფიუჟენის, რითმული ბლუზის ელემენტებს. მუსიკოსი ახალი ფრანგული ჰაუსის ჟანრის ერთ-ერთი პიონერი და გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ცოცხალი შესრულება არტისტის მრავალმხრივ მუსიკალურ ნიჭსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 

ვინსენტ ფენტონი 1990 წლის 26 მარტს საფრანგეთში დაიბადა. მუსიკის შექმნა ადრეულ ასაკში დაიწყო. მოგვიანებით კინოსკოლაში ფილმის ხმის ინჟინერიის შესწავლა დაიწყო. 

FKJ მსოფლიო აუდიტორიამ 2017 წელს გაიცნო, როდესაც არტისტმა კომპოზიცია Tadow გამოუშვა. ამ ნამუშევარმა კარგად აჩვენა მუსიკოსის შესრულების დამახასიათებელი მანერა და მისი ნიჭი. Tadow არტისტ Masego-სთან თანამშრომლობის შედეგია.  ეს სრულად იმპროვიზებული კომპოზიციაა, რომელიც პარიზში, ხმისჩამწერ სტუდიაში მუსიკალური სესიებისას ჩაიწერა. 

Tadow-ს გამოსვლის შემდეგ  FKJ არამხოლოდ მსმენელის, არამედ მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალების, მენეჯერების, პრომოუტერების და პროდიუსერების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. ასე გაიღო FKJ-სთვის წამყვანი ფესტივალების და  მუსიკალური ვენიუების კარი. 2017 წელს FKJ-მ  Coachella-ზე დაუკრა. ამას მოჰყვა ისეთი მასშტაბური და გავლენიანი ფესტივალები, როგორიც არის:  Lollapalooza, Euphoria და სხვა. 

2017 წლიდან დღემდე FKJ-მ არაერთი სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. მათ შორის არის Greener, რომელსაც მუსიკოსი კარლოს სანტანასთან ერთად ასრულებს. მიუხედავად სტუდიური ჩანაწერების წარმატებისა, მუსიკალური სამყარო FKJ-ს განსაკუთრებულ არტისტულ შარმს სწორედ ცოცხალ შესრულებაში ხედავს, რომელიც ყოველ ჯერზე აუდიტორიისათვის გამორჩეული გამოცდილება ხდება. 

6 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტი პირველი შემთხვევაა, როცა FKJ ცოცხალი მუსიკალური პერფორმანსით ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.

FKJ-ის კონცერტამდე Front Stage-ზე ქართველ პროდუსერსა და DJ-ის Stimmhalt -ს მოვუსმენთ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკმა აუქციონზე თუფაქის გვირგვინიანი ბეჭედი შეიძინა

შემდეგი სტატია

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მადონა შვილებსა და მეგობრებს მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი