ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მადონა შვილებსა და მეგობრებს მადლობას უხდის

„ჩემი შვილების ისეთი მხარე დავინახე, რომელიც აქამდე ნანახი არ მქონდა.”
მადონა
Ricardo Gomes

მადონა საყვარელ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის დროს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 64 წლის პოპვარსკვლავი საავადმყოფოში ბაქტერიული ინფექციით მოხვდა, რომელიც მომღერლის მენეჯერის თქმით, საკმაოდ სერიოზული იყო. 

„ოჯახისა და მეგობრების სიყვარული საუკეთესო წამალია. ერთი თვეა, რაც საავადმყოფოდან გამოვედი და ახლა შემიძლია ამის გამოხატვა,” – წერს მადონა. „როგორც დედა, სულ შვილების საჭიროებებით ხარ მოცული. მაგრამ როცა სიტუაცია გართულდა, ისინი დადგნენ ჩემ გვერდით. მე მათი ისეთი მხარე დავინახე, რომელიც აქამდე ნანახი არ მქონდა. და ეს ეხება ჩემი მეგობრების სიყვარულსა და მხარდაჭერასაც.”

წერილში მადონა იმ საჩუქრის შესახებაც წერს, რომელიც მენეჯერისგან მიიღო: „ენდი უორჰოლის მიერ გადაღებული კით ჰარინგის პოლაროიდი, სადაც მას მაიკლ ჯექსონის გამოსახულებიანი მოსაცმელი აცვია. ბრწყინვალების იდეალური სამკუთხედი. ვსლუკუნებდი, როცა ეს საჩუქარი გავხსენი, რადგან გავაანალიზე, თუ რამდენად იღბლიანი ვარ, რომ ცოცხალი ვარ და რამდენად გამიმართლა, რომ ამ ადამიანებს ვიცნობდი. მადლობა ყველა ჩემს ანგელოზს, რომელმაც დამიცვა და დარჩენისა და ჩემი საქმის გაგრძელების საშუალება მომცა!”


ნახეთ მადონას პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FKJ – ფრანგი მულტი-ინსტრუმენტალისტი არტისტი, ცოცხალი შესრულების გამორჩეული მანერით

შემდეგი სტატია

ანგუს კლაუდი, Euphoria-ს მსახიობი, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი