შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო Black Sea Arena-მ  Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა

Starring Georgia კამპანიის ფარგლებში 5-6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები რაჭაში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო გაუქმდა.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ამ დროის მონაცემებით 11 ადამიანია დაღუპული.

Black Sea Arena-მ 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები  გააუქმა, ამის შესახებ Black Sea Arena-მ განცხადება სოციალურ მედიაში გაავრცელა, რასაც  „Billboard საქართველო“ უცვლელად გთავაზობთ:

„შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ.

ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე.

Black Sea Arena-ს გუნდი.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონს 31 აგვისტოს გახსნის

შემდეგი სტატია

San Francisco Sounds: A Place in Time – დოკუმენტური ფილმის პირველი დეტალები 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Soapbox Race

Red Bull Soapbox Race – თბილისი შერეკილი ეკიპაჟების რბოლისთვის ემზადება

13 სექტემბერს, ღვინის აღმართზე, საკუთარი ხელით აწყობილი ბოლიდებით ერთმანეთს 20 გუნდი შეეჯიბრება. გამარჯვებულ გუნდს კი ბაქოში, ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრიზე გამგზავრება ელის.
მეტი
Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

პროდიუსერმა და მუსიკოსმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინეაპოლისის აგენტებმა ალექს პრეტი მოკლეს
მეტი

ინგლისელი მუსიკოსი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი კრის რი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი