ბიონსემ მეტროს სამუშაო საათების გახანგრძლივებისთვის 100 000 დოლარი გადაიხადა

წვიმის გამო მომღერლის კონცერტი ვაშინგტონში დაგვიანებით დაიწყო.
ბიონსე
Kevin Mazur/WireImage for Parkwood

ძლიერმა წვიმამ და ელჭექმა, ამავე დროს კი მეტროს სამუშაო საათებმა ბიონსეს კონცერტს ვაშინგტონში საფრთხე შეუქმნა. თუმცა Queen Bey ვერც ამინდმა და ვერც ქალაქის მეტროს განრიგმა შეაჩერა.

ცუდი ამინდის გამო ბიონსეს კონცერტის დაწყების დრომ საგრძნობლად გადაიწია. ამიტომ მომღერალმა 100 000 დოლარი გადაიხადა, რომ მეტროს სამუშაო განრიგი ერთი საათით გაეხანგრძლივებინა, რათა ფანებს დაგვიანებული კონცერტის შემდეგ სახლში დაბრუნება შესძლებოდათ. ვაშინგტონის მეტროს ხელმძღვანელობის განცხადებით, 100 000 დოლარი ფარავს 98 მეტროსადგურის სამუშაო საათების გახანგრძლივების ხარჯებს.

ბიონსემ, ამინდის მიუხედავად, მაყურებლისთვის კიდევ ერთი საოცარი შოუს მოწყობა შეძლო. მომღერალმა ვაშინგტონის აუდიტორია Everybody on mute war-ის გამარჯვებულად გამოაცხადა. ეს არის გამოწვევა, რომლის დროსაც აუდიტორია ჩუმდება, როცა ბიონსე მღერის ფრაზას კომპოზიციიდან Energy: Look around/ Everybody on mute. 

ბიონსეს მიმდინარე მსოფლიო ტურნე მის ბოლო ალბომს Renaissance-ს ეძღვნება, რომელიც Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის ლიდერი გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ილონ მასკის თქმით, მისი და მარკ ცუკერბერგის ორთაბრძოლა X-ზე გადაიცემა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი და ალიშია კისი 2019 წლის 14 მარტს iHeartRadio Music Awards-ზე. ლოს-ანჯელესი. ფოტო: ჯეფ კრავიცი

ალიშა კისის გულთბილი გზავნილი ტეილორ სვიფტს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი