დუა ლიპა მესამე ალბომისთვის ახალ ჟღერადობაზე მუშაობს

გავრცელებული ინფორმაციით მომღერალი Tame Impala-ს კევინ პარკერთან თანამშრომლობს.
დუა ლიპა „ბარბის” პრემიერაზე
Wiktor Szymanowicz/Anadolu Agency via Getty Images

დუა ლიპა ახალ ალბომზე მუშაობს და გულშემატკივარს მისი ჟღერადობის შესახებ მცირე დეტალებს უზიარებს.

ალბომი, რომლის გამოსვლაც 2024 წელს იგეგმება, ისევ პოპი იქნება, მაგრამ, როგორც ლიპა ამბობს, 1970-იანი წლების ფსიქოდელიური ჟღერადობით. გავრცელებული ინფორმაციით, დუა ლიპა პროექტზე Tame Impala-ს კევინ პარკერთან  ერთად მუშაობს, რაზეც მომღერალმა ხუმრობით უპასუხა: „არ ვიცი, რაზე საუბრობთ.”

„წარმოდგენა არ გაქვს, რა რეაქცია მოჰყვება, როცა გამოვა. ამიტომ მაინც ნერვიულობ,” – ამბობს ლიპა მიმდინარე პროექტზე, რომელსაც „უფრო პირადს” უწოდებს. 

მანამდე ლიპამ მესამე ალბომზე „ვოგთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თვითგაძლიერებას ეხმაურება: „მე ნამდვილად გავიზარდე. ჩემს ცხოვრებას უკვე თავად წარვმართავ და არ მეშინია რაღაცებზე ლაპარაკის. ეს არის იმის გააზრება, თუ რა მინდა მე.”

ახალი ალბომი მოჰყვება ლიპას მეორე ალბომს Future Nostalgia, რომელიც  Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის მესამე ადგილზე მოხვდა და 2021 წლის საუკეთესო პოპალბომისთვის გრემი დაიმსახურა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი

შემდეგი სტატია

ცოტნე ზედგენიძე, ნობუიუკი ცუჯი.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ცოტნე ზედგინიძე და ნობუიუკი ცუჯი წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი