ქართველი არტისტი Nitepunk საკრიუიზო ფესტივალზე Skrillex-თან, Boys Noize-თან და Chris Lake-თან ერთად დაუკრავს

საკრუიზო გემი 2024 წლის 6 იანვარს მაიამიდან გაცურავს და პორტს 11 იანვარს დაუბრუნდება. გემი 3,500 მგზავრზეა გათვლილი.
Nitepunk

Friendship ყოველწლიური საკრუიზო ფესტივალია, რომლის ჰედლაინერებს შორის არაერთი ცნობილი ვარსკვლავია. Friendship 2024-ზე მსმენელის წინაშე ისეთი არტისტები წარდგებიან, როგორებიც არიან Skrillex, Boys Noize, Chris Lake  და სხვები.  ელექტრონულ მუსიკის წამყვან ვარსკვლავებთან ერთად, ლაინაფშია ქართველი არტისტი Nitepunk. 2023 წლის ზაფხულში „Billboard საქართველომ“ Nitepunk-თან (ლაშა მამულაშვილი) ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც არტისტმა თავის კარიერის განვითარებაზე ისაუბრა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს რაციონალურად ვუდგებოდი, როცა 2015 წელს შეერთებულ შტატებში ჩავედი, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. Ჩადიხარ დიდ ქვეყანაში, სადაც არავინ არ ხარ, დამოუკიდებლად უნდა იცხოვრო. “ – ამბობს Nitepunk ინტერვიუში.

ამჟამად Nitepunk ე.წ. Dance Music სცენის ამომავალ ვარსკვლავებს შორისაა. 2023  წელს Nitepunk ოთხ სხვა არტისტთან ერთად SoundCloud-ის რჩეული გახდა. იგი აუდიო პლატფორმის სააქსელერაციო პროგრამაში სახელწოდებით First on SoundCloud-ში მიიღებს მონაწილეობას. ამ პროექტთან დაკავშირებით არტისტის შესახებ გავლენიანი გამოცემა Variety წერს.  Nitepunk-ის სახელი უკვე მრავალი მასშტაბური მუსიკალური შოუს თუ ფესტივალის ლაინაფში გამოჩნდა, მაგალითად ივლისში არტისტმა Lollapalooza Paris-ზე დაუკრა. 

Friendship 2023

რაც შეეხება  Friendship 2024-ს, პროექტი საკმაოდ ცნობილია თავისი გამორჩეული კონცეფციითა და მონაწილე არტისტებით.  საკრუიზო გემი 2024 წლის 6 იანვარს მაიამიდან გაცურავს და პორტს 11 იანვარს დაუბრუნდება.  გემი 3,500 მგზავრზეა გათვლილი.

ნახეთ Friendship 2024-ის სრული ლაინაფი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A&M Records-ის თანადამფუძნებელი ჯერი მოსი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Artwork by tibatve

kordz x Bedford Falls – KINO remix

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი