A&M Records-ის თანადამფუძნებელი ჯერი მოსი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯერი მოსი ჰერბ ალპერტთან ერთად 2006 წელს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც“ შეიყვანეს.
ჯერი მოსი


ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალი, A&M Records-ის თანადამფუძნებელი ჯერი მოსი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, მოსი სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

ჯერი მოსმა A&M Records მუსიკოს ჰერბ ალპერტთან ერთად დააარსა. მათი თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. ხმისჩამწერმა კომპანიამ არაერთი ჰიტი გამოუშვა და უამრავ ცნობილ შემსრულებელთან ითანამშრომლა. ჯერი მოსი და ალპერტი 2006 წელს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც“ შეიყვანეს.  

25 წელზე მეტხანს ალპერტი და მოსი ინდუსტრიის ყველაზე წარმატებულ დამოუკიდებელ ლეიბლს უძღვებოდნენ.  A&M Records-ის არქივს ეკუთვნის ისეთი წარმატებული ალბომები, როგორებიც არის ჰერბ ალპერტის Whipped Cream & Other Delights, კეროლ კინგის Tapestry და პიტერ ფრემპტონის Frampton Comes Alive! 

ჯერი მოსი ნიუ იორკში დაიბადა. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, მან Coed Records-ში პრომოუტერად დაიწყო მუშაობა და საბოლოოდ ლოს ანჯელესში გადავიდა. სწორედ აქ შეხვდა ჰერბ ალპერტს – ინსტრუმენტალისტს, სიმღერების ავტორს და ანტრეპრენერს. Მოსმა და ალპერტმა  საერთო ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს. თითოეულმა მათგანმა 100 დოლარის ინვესტიცია ჩადო. 

80-იანი წლების ბოლოს, ალპერტი და მოსის კომპანია საკმაოდ დიდი რეპუტაციით და პოპულარობით სარგებლობდა. ამ პერიოდში მათ A&M კომპანია Polygram-ს 500 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. 

„ჩვენ გვინდოდა ადამიანები ბედნიერები ყოფილიყვნენ“ – ამბობს ჯერი მოსი The New York Times-თან 2010 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. „ ვერავის აიძულებ კონკრეტული მუსიკა შექმნას. ადამიანები საუკეთესო ნამუშევარს ქმნიან მაშინ, როცა იმას აკეთებენ, რაც თავად სურთ და არა იმას, რაც ჩვენ გვინდა, რომ გააკეთონ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„წინანდლის ფესტივალის“ ფარგლებში ლექსო თორაძისადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართება

შემდეგი სტატია

ქართველი არტისტი Nitepunk საკრიუიზო ფესტივალზე Skrillex-თან, Boys Noize-თან და Chris Lake-თან ერთად დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი