რიანას და A$AP Rocky-ს მეორე შვილი შეეძინათ

პოპ ვარსკვლავის მეორე ორსულობა 2023 წლის Super Bowl-ის ტაიმებს შორის გამართულ მუსიკალურ შოუზე გამჟღავნდა.
ფოტო: რობერტ გოუტიერ//Los Angeles Times


რიანა მეორე შვილის დედა გახდა. ინფორმაცია საერთაშორისო პრესაში 21 აგვისტოს გავრცელდა. პირველი მედია გამოცემა, რომელმაც ამ ამბის შესახებ დაწერა, TMZ იყო. ამის შემდეგ სიახლე სხვა მედია პლატფორმებმაც გაავრცელეს. როგორც Entertainment Tonight-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რიანა და ASAP საჯარო სივრცისგან იზოლირებული არიან,  მთელ დროს ახალშობილთან ატარებენ და მის საჯაროდ გამოჩენას უახლოეს მომავალში არ გეგმავენ.  

Რიანა პირველი შვილის დედა 2022 წლის მაისში გახდა, როცა წყვილს ვაჟი შეეძინა. პოპ ვარსკვლავის მეორე ორსულობა 2023 წლის თებერვალში,  Super Bowl-ის ტაიმებს შორის გამართულ მუსიკალურ შოუზე გამჟღავნდა. შოუს მსვლელობისას რიანა სცენაზე ორსულის მუცლით გამოჩნდა. ეს სიახლე მისი ფანებისათვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო. 

მას შემდეგ რიანა თავისი ჩვეული საორსულე სტილით საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირეს. მარტში რიანა  A$AP-თან ერთად ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიასაც დაესწრო. 

ბარბადოსელი პოპ ვარსკვლავი მაისში Met Gala-საც დაესწრო. მას Valentino-ს თეთრი საპატარძლო კოსტიუმი ეცვა. Met Gala-ს ხალიჩაზე გამოჩენის შემდეგ, რიანა Entertainment Tonight-ს მეორე ორსულობის შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს გამოცდილება პირველი შემთხვევისაგან სრულიად განსხვავებული და მეტად რთული, თუმცა მაინც სასიამოვნოა. „თავს კარგად ვგრძნობ, ენერგიულად“ – აღნიშნა რიანამ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი: 3 სექტემბრის პროგრამა

შემდეგი სტატია

ჯგუფმა ASEA SOOL ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი