კარლოს სანტანამ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა

მუსიკოსი დისკრიმინაციული მოსაზრებები კონცერტის მსვლელობისას გაახმოვანა, როდესაც აუდიტორიას სიტყვით მიმართავდა.
ფოტო: ალბერტო როდრიგესი

გიტარისტმა კარლოს სანტანამ კონცერტის მსვლელობისას  აუდიტორიას მიმართა და ამ დროს ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციული  კომენტარი გააკეთა. ამ მომენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში მალევე გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სანტანა ატლანტიკ სითიში კონცერტზე უკრავდა. შოუს დროს მუსიკოსი შეჩერდა და ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ საკუთარი აზრი გაახმოვანა. „როდესაც ღმერთმა შენ და მე შეგვქმნა, სანამ დავიბადებოდით, ვიცოდით ვინ და რა ვიყავით.“ – თქვა სანტანამ. 

სანტანამ აღნიშნა, რომ სამყაროში მხოლოდ ორი სქესია, რადგან „ქალი ქალია და კაცი კაცია – ეს არის და მორჩა“ – თქვა მუსიკოსმა. სანტანამ თქვა, რომ პირად სივრცეში ადამიანს შეუძლია ის აკეთოს რაც უნდა.

სანტანამ დეივ ჩაპელსაც დაუჭრ მხარი, რომელიც ახლო წარსულში ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციული მოსაზრებების გახმოვანებისათვის გააკრიტიკეს.

მოგვიანებით Billboard მუსიკოსს დაუკავშირდა და თავისი განცხადებების შესახებ კომენტარი სთხოვა. 24 აგვისტოს სანტანამ გამოცემისათვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავის ნათქვამს ნანობს. „ვწუხვარ ჩემი კომენტარების გამო. მე ყველა ადამიანის ღირებულებებსა და რწმენას პატივს ვცემ. Ვიზიარებ, რომ რაც ვთქვი, ამან ადამიანებს გული ატკინა. ეს ნამდვილად არ მსურდა. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს ტრანსგენდერი თემის და ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც შეურაცხყავი.“ – განაცხადა კარლოს სანტანამ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

შემდეგი სტატია

Whitesnake-ის  გიტარისტი  ბერნი მარსდენი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი