წინანდლის ფესტივალის შემსრულებლებს მაო ფუჯიტა და მიხაელ ბარენბოიმი შეუერთდებიან

მუსიკოსები მსმენელის წინაშე 5 სექტემბერს წარდგებიან.
მარკ ბუშკოვი და მაო ფუჯიტა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე საფესტივალო დღეს მევიოლინე მარკ ბუშკოვისა და პიანისტ მაო ფუჯიტას კონცერტით გახსნის. მუსიკოსები ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

მაო ფუჯიტა 24 წლის პიანისტია, რომელმაც უკვე არაერთი ცნობილი მუსიკოსის აღფრთოვანება შეძლო. 2017 წელს, ჯერ კიდევ ტოკიოს მუსიკალურ კოლეჯში სწავლისას მან კლარა ჰასკილის სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიგო.   გარდა ამისა, დაიმსახურა აუდიტორიის პრიზი, ასევე Prix Modern Times და Prix Coup de Coeur. ამ გამარჯვების შემდეგ ფუჯიტა მალევე მოექცა საერთაშორისო მუსიკალური სამყაროს ყურადღების ცენტრში. შემდეგ უკვე 2019 წელს ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 

2021 წელს ფუჯიტამ ხელი მოაწერა ექსკლუზიურ კონტრაქტს Sony Classical International-თან, რითაც კიდევ უფრო გაფართოვდა მისი რეპერტუარი. 2022 წელს გამოიცა მის მიერ შესრულებული მოცარტის ყველა საფორტეპიანო სონატის 5-დისკიანი სტუდიური ალბომი.

მაო ფუჯიტა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ვენის როზარიო მარჩიანოს სახელობის საფორტეპიანო კონკურსი, მოცარტის სახელობის ჟუჰაის კონკურსი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის და ჯინა ბაჰაუერის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი. 

მსმენელისთვის უკვე ნაცნობ მუსიკოსებს შეუერთდება მევიოლინე მიხაელ ბარენბოიმიც. 5 სექტემბრის მეორე კონცერტზე იგი ამიჰაი გროშთან, ზლატომირ ფანგთან და ბორის გილტბურგთან ერთად ბრამსისა და ფორეს ნაწარმოებებს დაუკრავს. 


მიხაელ ბარენბოიმის კარიერა 1995 წელს დაიწყო, როცა მან პიერ ბულეზთან ერთად კიოლნის ფილარმონიაში შონბერგის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. მას შემდეგ ის რეგულარულად მართავს სოლო კონცერტებს მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა ლონდონის ვიგმორ-ჰოლი, ჰამბურგის ელბფილარმონია, სიდნეის ოპერის თეატრი და ნეაპოლის სან-კარლოს თეატრი. ასევე წარმატებით გამოდიოდა კარნეგი ჰოლში, ბერლინის ფილარმონიაში, პარიზის ეროვნულ ოპერასა და მსოფლიოს სხვა დიდ სცენებზე, სადაც ბარენბოიმი პიერ ბულეზის ნაწარმოებებისგან შემდგარ პროგრამას უკრავდა. მის ბოლო გამოსვლებს შორის აღსანიშნავია ბერგის სავიოლინო კონცერტი ლივერპულის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად რობერტ ტრევინოს დირიჟორობით და ასევე მოცარტის პირველი სავიოლინო კონცერტი ლოს-ანჯელესის ფილარმონიულ ორკესტრთან და გუსტავო დუდამელთან ერთად. 

ბარენბოიმი ბერლინის „ბარენბოიმ-საიდის აკადემიის” ვიოლინოსა და კამერული მუსიკის პროფესორია. 2020 წლიდან იგი ამავე აკადემიის დეკანის პოზიციასაც იკავებს.

მიხაელ ბარენბოიმს გამოცემული აქვს ორი სოლო და რამდენიმე ჯგუფური ალბომი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შინეიდ ო’კონორის ოჯახი მომღერლის გულშემატკივრებს მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

ლიზი გოზალიშვილი - მუსიკოსი, ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლიზი გოზალიშვილის – Space Oddity

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი