ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩვენებები ამჯერადაც კინოთეატრ „აპოლოში“ და ღია სივრცეში – ევროპის მოედანზე გაიმართება.

17 სექტემბერს, ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. ფესტივალი უკვე 17 წელია ტარდება და ქართული სახელოვნებო სფეროსათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. BIAFF-ის 2023 წლის პროგრამა მოიცავს როგორც სრულმეტრაჟიან, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩვენებები ამჯერადაც კინოთეატრ „აპოლოში“ და ღია სივრცეში – ევროპის მოედანზე გაიმართება. BIAFF-ზე წელს კინომოყვარულები არაერთი ფილმის პრემიერას დაესწრებიან. 

აღსანიშნავია, რომ BIAFF-ზე საპატიო სტუმრის სტატუსით სხვადასხვა წელს იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კინორეჟისორები და მსახიობები, როგორებიც არიან: ნასტასია კინსკი (გერმანია) ბელა ტარი (უნგრეთი), ჯოს სტელინგი (ჰოლანდია) და სხვები. კინოფესტივალი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე წლების განმავლობაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის ფოკუსშია.

მასშტაბებით არც 2023 წლის სეზონია გამონაკლისი. კინოფესტივალს მრავალი ავტორიტეტული უცხოელი თუ ქართველი კინემატოგრაფი ეწვევა. BIAFF-ის ფარგლებში ასევე გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები და ვორქშოპები. 

BIAFF მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციას ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: გიორგი ოვაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), მეჰმეტ ალი არსლან (თურქეთი), დიანა მარტიროსიანი (სომხეთი) და ნიკა აბრამიშვილი (საქართველო). სექციაში ათი ფილმია წარმოდგენილი. მათ შორის არის ქართველი რეჟისორების ნამუშევრები – ელენე ნავერიანის „შავი შაშვი მაყვალი“ და თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“. 

„მოქალაქე წმინდანი“

ბათუმის ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) სრულ პროგრამას გაეცანით აქ.

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანსების განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსი – მუსიკოსი სხვა სამყაროდან

შემდეგი სტატია

U2 - 2018 წლის 23 ოქტომბერი, ლონდონი

U2-ს ახალი სიმღერის Atomic City-ის დებიუტი შედგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი