Doja Cat-მა ახალი ალბომი Scarlet გამოუშვა

საშინელებათა ჟანრის ალბომში შედის სინგლები Paint the Town Red და Attention.
Doja Cat
Jacob Webster

თვეების ლოდინის შემდეგ Doja Cat-მა საბოლოოდ დაპირებული ალბომი გამოსცა. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა მეოთხე სტუდიური ალბომი Scarlet წარადგინა.

Doja-მ ალბომი ივნისში დააანონსა სიმღერით Attention – ჰიპ-ჰოპ კომპოზიციით, რომელიც კარგად წარმოაჩენს მუსიკოსის შესაძლებლობებს რეპში. Სიმღერა Billboard-ის Hot 100-ში 31-ე ადგილზე გავიდა. მისი ვიდეოკლიპი კი 2023 წლის MTV Video Music Awards-ზე 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი, რომლიდანაც ერთი – საუკეთესო არტ რეჟისურის კატეგორია მოიგო.

Attention-ს მალევე მოჰყვა ალბომის პირველი რადიო სინგლი Paint the Town Red, რომელშიც დიონ ვორვიკის სიმღერის Walk On By-ის ბითის სემპლია გამოყენებული. Paint the Town Red Doja-ს მეორე Hot 100-ის ლიდერი სიმღერა გახდა. ამას მოჰყვა პანკ-რეპ კომპოზიცია Demons, შემდეგ კი – Balut.  ალბომის გამოცემამდე ბოლო კვირების განმავლობაში კი აშშ-ის მთავარ ქალაქებში სისხლიანი მანეკენები გამოჩნდნენ, რომლებიც თავად Doja Cat-ს ჰგავდნენ. 

ალბომის მხარდასაჭერად Doja ტურნეში The Scarlet Tour გაემგზავრება. 24 კონცერტისგან შემდგარი ტურნე სტარტს სან-ფრანცისკოში ჰელოუინზე აიღებს და 13 დეკემბერს ჩიკაგოში დასრულდება. ტურნეს Ice Spice და რეპერი Doechii გახსნიან.

Scarlet მოსდევს Doja-ს 2021 წლის ალბომს Planet Her. ალბომი Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა და მასში შედის Hot 100-ის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Kiss Me More, Woman, Need to Know და სხვები.

მოუსმინეთ Scarlet-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Yoshimitsu – ნინი ნუცუბიძის და ანამარია ბურდულის კოლაბორაციული ნამუშევარი

შემდეგი სტატია

ბობ დილანმა Farm Aid ფესტივალის მაყურებელი გააოცა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი