ANIK-ის ახალი სიმღერის და მუსიკალური ვიდეოს Feel-ის პრემიერა

მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია და ლაივ კონცერტი „არტერიაში“ 6 ოქტომბერს შედგება.
ANIK - Feel
ANIK – Feel

ანა ჟორდანიას და ნიკო მჭედლიშვილის მიერ შექმნილი ქართული თანამედროვე ინდი პოპ/ჰიპ-ჰოპ ბენდი ANIK – 2021 წელს ჩამოყალიბდა. 

ბენდის რეპერტუარი რამდენიმე ჟანრს აერთიანებს. ის ჰიპ-ჰოპის, ჰაუსის, ჯაზის, ბოსა-ნოვასა და სოულის ჟღერადობების სინთეზია. ANIK-ის სახასიათო ელემენტები ქართულ მუსიკალურ მოტივებსა და ლირიკას მოიცავს, რომელიც საერთო ჯამში რეპერტუარს გამორჩეულს და განსაკუთრებულს ხდის.

6 ოქტომბერს, ჯგუფის ახალი მუსიკალური ვიდეოს Feel-ის პრეზენტაცია და ლაივ კონცერტი 6 ოქტომბერს, ჯგუფის ახალი მუსიკალური ვიდეოს Feel-ის პრეზენტაცია და ლაივ კონცერტი არტერიაში შედგება. 

ამჯერადაც მუსიკალური ვიდეოს  რეჟისორი და ოპერატორი, მსახიობი და რეჟისორი გრიგოლ ჟორდანიაა. მისი ხელწერა და თეატრალური ხედვა ახალ მუსიკალურ ვიდეოშიც თვალნათლივ ჩანს.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის კულმინაციურ ნაწილში ორკესტრის პარტია შემოდის, რაც  ჟღერადობასა თუ ვიზუალურ ნაწილს განსაკუთრებულ დრამატულობას სძენს.

„მკაფიოდ ზუსტად ვერ ვიტყვი, სიმღერის იდეა და მუზა როგორ მომივიდა. ნაწარმოები ნელ-ნელა ავაწყვე. პირველი ჩემი მიზანი იყო ორკესტრთან კოლაბორაციის მოფიქრება. მიზანი მქონდა შემექმნა  პარტია, რომელიც ლოგიკურად შემოვიდოდა და სიმღერის თემის ვარიაციას გაატარებდა. შემდეგ მოვიფიქრე სიმღერის დასაწყისი ნაწილი, რომელიც ავაწყვე მინიმალისტური, თანამედროვე ელექტრონული ბითებით. რაც შეეხება მისამღერს, ეს ნაწილი მინდოდა ყოფილიყო პოზიტიური, თავისუფლების მომასწავებელი, ბედნიერი მელოდია და რიტმი,  შესაბამისად, ჩემი ხედვით, ასეთი გამომივიდა. ამასობაში არ მინდოდა დამეკარგა ჰარმონიული სიმდიდრე. მე როგორც ჯაზმენმა, როგორც ყველა ჩვენს სიმღერაში, ამაშიც ვეცადე ცოტა ჰარმონიული სიმდიდრე შემენარჩუნებინა; მაგრამ დამეცვა ოქროს შუალედი, რომ ყურისთვის სმენადი ყოფილიყო.“ – ანა ჟორდანია, ANIK-ის წევრი.

„ტექსტის კონცეფციას რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენი დამახასიათებელი სტილია, ინგლისურენოვან სიმღერაში, ქართული ფრაზების შემოტანა. აქაც არ დავკარგეთ ეს და გვაქვს მისამღერის ქართული ნაწილი. სიმღერის შინაარსი არის ცხოვრების გამოცდილებებზე, ზრდაზე, შინაგან თავისუფლებაზე და გარე გავლენებისგან თავის დაღწევაზე.“ – ნიკო მჭედლიშვილი, ANIK-ის წევრი.

„მუსიკალური ვიდეო გადაღებულია პარიზში, ხოლო ორკესტრის ნაწილი რუსთაველის თეატრში. ორკესტრის დირიჟორი გახლავთ მიხეილ ედიშერაშვილი. სიუჟეტი მოგვითხრობს ამბავს ერთი ნახვით სიყვარულზე. ისტორია ვითარდება მძარცველ წყვილზე, რომელიც პარიზში შეხვდება ერთმანეთს. ქართველი მაყურებელი ამოიცნობს მთავარ დეტალს, მთავარ სათქმელს, რომელიც სატირულად არის გადმოცემული მუსიკალური ვიდეოს ბოლოს. ამ ნაწილს საიდუმლოდ დავტოვებთ.“ – გრიგოლ ჟორდანია, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

 „Billboard საქართველოს“ ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

BLACKPINK-ის ლისამ, სიმღერით Money, მსოფლიო რეკორდი დაამყარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი