Creative Education Studio-მ ფილმის – „ჩემი ბებია“ ექსპერიმენტული მუსიკალური აკომპანემენტი წარადგინა

მუსიკალური საღამო Fabrika-ს მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

სახელოვნებო სასწავლო პლატფორმის – Creative Education Studio-ს მუსიკალური ფროდაქშენის გუნდმა, ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის კურატორობით, ფილმის „ჩემი ბებია“ მუსიკალური აკომპანემენტი წარადგინეს. საღამო Fabrika-ს მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. Creative Education Studio-ს მუსიკალური ფროდაქშენის გუნდი აერთიანებს ისეთ ქართველ და უცხოელ არტისტებს, როგორებიც არიან ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე, თაზო მეიფარიანი, თამო ნასიძე, ბენ უილერი, თინა ღოღობერიძე და ირაკლი მარგიშვილი. სწორედ მათი კოლაბორაციით შეიქმნა ცნობილი ქართული ფილმის ექსპერიმენტული აკომპანემენტი. 

ნათია სართანია, CES-ის და CES Records-ის დამფუძნებელი: 

„CES-ში ნატალია ბერიძის და ნიკა მაჩაიძის კურსზე ასეთი პრაქტიკა გაქვს, როცა ექსპერიმენტული აკომპანირებით მუნჯი ფილმი ხმოვანდება – ეს ერთგვარი საკურსო ნამუშევრის სახეს ატარებს.  ამჯერად „ჩემი ბებია“ შევარჩიეთ, თუმცა ეს მუსიკალური საღამო მისი წინამორბედებისაგან მეტად მასშტაბური იყო. წელს Fabrika ევროპული კულტურული ცენტრების გაერთიანების კონფერენციის მასპინძელია და სივრცის რეზიდენტები სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ. CES-მა სწორედ ამის ფარგლებში წარადგინა აღნიშნული მუსიკალური პროექტი.“ 

„ჩემი ბებია“ ქართული კინემატოგრაფიის 20-იანი და 30-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. რეჟისორ კოტე მიქაბერიძის ფილმი 1929 წელს გადაიღეს, თუმცა საბჭოთა რეჟიმის ცენზურის გამო 40 წელი აუდიტორიის დიდი ნაწილისათვის უცნობი იყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ის მონაწილეა

შემდეგი სტატია

გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა – Stolen Skies

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი