„მე საქართველოდან ვარ და ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი” – ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა გერმანული Voice-ის სცენაზე

საკონკურსო ნომრის შემდეგ ჟიურის წევრი, ჯოვანი ზარელა სცენაზე ავიდა და ლიზისთან ერთად Earth Song-ის დუეტი შეასრულა.

ქართველი არტისტი ლიზი გოზალიშვილი გერმანული Voice-ის ე.წ. ბრმა მოსმენიდან მეორე ტურში გადავიდა. ახალგაზრდა მუსიკოსმა მაიკლ ჯექსონის სიმღერა – Earth Song თავისებური ინტერპრეტაციით შეასრულა, რამაც მენტორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მუსიკალური ნომრის დასრულებისას, ჟიურიმ  აქცენტი ლიზის ხმაზე, შესრულების მანერასა და ვოკალურ შესაძლებლობებზე გააკეთა.

„ამ სიმღერაზე ასეთი კონტროლის ფლობა ისე, რომ ის შენ საკუთარ ნამუშევრად აქციო, თითქმის შეუძლებელია. ყველამ იცის ეს სიმღერა, ყველას უმღერია და მოუსმენია, თუმცა არასდროს მინახავს, ის ვინმეს თავისად ექცია“- მიმართა ლიზის გერმანული Voice-ის  მენტორმა, მომღერალმა ჯოვანი ზარელამ. 

ამის შემდეგ ჯოვანი ზარელა, ყველასათვის მოულოდნელად, სცენაზე ავიდა და ლიზისთან ერთად Earth Song-ის დუეტი შეასრულა. 

ლიზი გოზალიშვილი სცენიდან მსოფლიოში მომდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და საკუთარი პოზიცია გააჟღერა – „მსოფლიოში ახლა ისევ ომია. მე საქართველოდან ვარ და ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ“ – აღნიშნა ლიზიმ.

ნახეთ ლიზი გოზალიშვილის გამოსვლა გერმანული Voice-ის სცენაზე: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Billboard საქართველო“ წარმოგიდგენთ: ნია გუგავას რჩეული 5 არტისტი

შემდეგი სტატია

JAZZ & WINE Kakheti –  მუსიკალური ფესტივალი წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Harper’s BAZAAR-ის ახალ ნომერში რიანა მის მომავალ ალბომსა და A$AP Rocky-სთან ერთად შვილების აღზრდაზე საუბრობს

„ეს [ალბომი] არც კომერციული იქნება და არც რადიოში ადვილად მოსასმენად გათვლილი. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”
მეტი

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი